From Wikipedia, the free encyclopedia
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი (სერბ. Народноослободилачки рат Југославије, ხორ. Narodnooslobodilački rat Jugoslavije, სლოვენ. Narodnoosvobodilni boj Jugoslavije, მაკედ. Народно-ослободителната воjна на Југославија), უფრო მეტად ცნობილია, როგორც იუგოსლავიის ხალხის სახალხო-გამათავისუფლებელი ბრძოლა ან უბრალოდ სახალხო-გამათავისუფლებელი ბრძოლა (სერბ. Народноослободилачка борба народа Југославије, ხორ. Narodnoslobodilačka borba Jugoslavije, სლოვენ. Narodnoosvobodilna borba jugoslovanskih narodov, მაკედ. Народно-ослободителната борба на Југославија) — იუგოსლავიის პარტიზანების ომი, რომელშიც იუგოსლავიის მოკავშირეები იყვნენ საბჭოთა ჯარები (1944 წლიდან) და რომლის მთავარი მიზანიც იყო იუგოსლავიის განთავისუფლება გერმანელი, იტალიელი, უნგრელი ოკუპანტებისა და მათი მოკავშირე-კოლაბორაციონისტებისგან. იწარმოებოდა 1941 წლის 4 ივლისიდან 1945 წლის 15 მაისამდე და დამთავრდა იუგოსლაველი პარტიზანების სრული გამარჯვებითა და ქვეყნის ოკუპაციისაგან განთავისუფლებით.
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||
ზევიდან საათის ისრის მიმართულები: ადოლფ ჰიტლერისა და ანტე პაველიჩის შეხვედრა ბერგჰოფში; სტეპან ფილიპოვიჩი სიკვდილით დასჯის წინ ყვირის „სიკვდილი ფაშიზმს, თავისუფლება ხალხს!“; გენერალი დრაჟა მიხაილოვიჩი და მისი ჩეტნიკები; მარშალი იოსიპ ბროზ ტიტო და მისი მოკვაშირე ჯარი | |||
თარიღი | 4 ივლისი 1941 — 15 მაისი 1945 | ||
მდებარეობა | იუგოსლავია | ||
Casus belli | „რომი-ბერლინი-ტოკიოს ღერძის“ ქვეყნების იუგოსლავიაში შეჭრა და ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია | ||
შედეგი | იუგოსლავიის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის გამარჯვება, იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
იტალიის სამეფოს ტერიტორიის ნაწილის იუგოსლავიისთვის შემოერთება | ||
მხარეები | |||
| |||
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი ვიკისაწყობში |
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომი წარმოადგენს მთელ ევროპაში წინააღმდეგობის მოძრაობის განუყოფელ ნაწილს: იუგოსლაველი პარტიზანებისა და მათი მოკავშირეების მოქმედება ბალკანეთში ბოჭავდა გერმანიის ჯარის მნიშვნელოვან ნაწილს და ვერმახტს საშუალებას არ აძლევდა, დამხმარე ჯარები გაეგზავნა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ფრონტზე; ეს პარტიზანული მოძრაობა რაოდენობრივად მხოლოდ სსრკ-ს პარტიზანულ მოძრაობას უთმობდა. იუგოსლავიის ისტორიაში ეს ომი იკავებს ზუსტად ისეთივე ადგილს, როგორსაც დიდი სამამულო ომი სსრკ-სა და რუსეთის ისტორიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.