ირაკლი გეჯაძე
From Wikipedia, the free encyclopedia
ირაკლი გეჯაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1925, მცხეთა — გ. აგვისტო, 2002, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982).
ირაკლი გეჯაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 ოქტომბერი, 1925 |
დაბ. ადგილი | მცხეთა |
გარდ. თარიღი | აგვისტო, 2002 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა, სიმფონია |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ა. მაჭავარიანის კლასი). 1946-1952 წლებში იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ორკესტრის მევიოლინე, 1949–1957 წლებში — უცხო ენათა ინსტიტუტის თვითმოქმედი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი. იყო თბილისის IX სამუსიკო სკოლისა და I სასწავლებლის პედაგოგი, 1963–1978 წლებში კი ამავე სასწავლებლის დირექტორი.
შექმნოლი აქვს ნაწარმოებები: ოპერა „განთიადი“, მუსიკალური კომედია „ორი რეკორდი“, სიმფონია „რექვიემი“, პროგრამული სიმფონია „ვარძია“, ორატორია „მარადისობა“, ორი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის. შექმნილი აქვს კამერული, საგუნდო ნაწარმოებები და მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.
ჯილდოები და აღიარება
- 1982 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1999 — ღირსების ორდენი ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
ფილმოგრაფია
- 1960 — ამბავი ერთი ქალიშვილისა
- 1962 — არდადეგებზე
- 1963 — თეთრი ქარავანი
- 1965 — მიქელა
- 1965 — ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი
- 1966 — ლონდრე
- 1981 — მოხუცი მემანქანე
- 1979 — ზღარბი
- 1981 — მე მოვედი
- 1969 — ცაბუნია
- 1975 — ბერიკაცები
- 1983 — მოუსვენარი ზაფხული
- 1990 — ცეცხლთან თამაში
- 1992 — ხაფანგი
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.