ირავადი

From Wikipedia, the free encyclopedia

ირავადი

ირავადი — უდიდესი მდინარე მიანმარში. სიგრძე 2170 კმ, აუზის ფართობი 413,710 კმ². სათავე აქვს ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, ზღვის დონიდან 147 მ სიმაღლეზე. ზემოთში ხეობა ღრმა და ჭორომიანია, შუაწელსა და ქვემოთში ირავადი განიერ ტერასებიან ხეობაში მიედინება. იშლება ირავადის ვაკეზე. ერთვის ანდამანის ზღვას და აჩენს ვრცელ დაჭაობებულ დელტას, რომლის ფართობია 30 ათასი კმ².

სწრაფი ფაქტები ირავადი, ქვეყანა ...
ირავადი
Thumb
ირავადის ხიდი, ქალაქი სიკაინგი
ქვეყანა  მიანმარი
სათავე ტიბეტის მთიანეთი
25°42′00″ ჩ. გ. 97°30′00″ ა. გ.
შესართავი 15°46′39″ ჩ. გ. 95°03′49″ ა. გ.
სიგრძე 2170 კმ
აუზის ფართობი 413,710 კმ²
Thumb
Thumb
— სათავე, — შესართავი
ირავადი ვიკისაწყობში
დახურვა

საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით, აქვს მუსონური რეჟიმი. აპრილ-სექტემბერში წყალუხვია, ზამთარში — წყალმცირე. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში — 13-14 ათ. მ³/წმ, თავსხმა წვიმების დროს — 40 ათ. მ³/წმ აღემატება, რის გამოც წყლის დონე მატულობს 8-11 მ-ით, მდინარის სიგანე იზრდება 4-5-ჯერ. სანაოსნოა შესართავიდან 1440 კმ-მდე. მცირე გემები აღწევენ მიიჩინამდე, 1600 კმ-ს შესართავიდან.

ირავადის ნაპირზეა ქალაქები: მანდალაი, პიი, ჰინტადა, დელტაში — ქალაქი იანგონი. შესართავიდან 300 კმ-ში განშტოვდება 9 მოზრდილ ტოტად. მიანმარის მოსახლეობის დაახლოებით 30 % ცხოვრობს ირავადის დელტაში, აქვეა თავმოყრილი ბრინჯის წარმოების 70 %. იყენებენ სარწყავად, ზემოთში ხე-ტყეს აცურებენ. ძირითადი შენაკადებია: შუელი, მიინგე (მარცხენა); ჩინდუინი (მარჯვენა).

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.