From Wikipedia, the free encyclopedia
იოჰან კრისტოფ ადელუნგი (გერმ. Johann Christoph Adelung; დ. 8 აგვისტო, 1732, შპანტეკო — გ. 10 სექტემბერი, 1806, დრეზდენი) — გერმანელი გრამატიკოსი და ლექსიკოგრაფი. სახელი გაითქვა შრომებით "გერმანული ენის დაწვრილებითი სახელმძღვანელო" (ტ. 1-2, 1782) და "ზემოგერმანული დიალექტის სრული გრამატიკულ-კრიტიკული ლექსიკონი" (ტ. 1-5, 1774-1786). ი. ს. ფატერთან ერთად შეადგინა ოთხტომიანი კრებული "მითრიდატე ანუ საზოგადო ენათმცოდნეობა...", სადაც ენობრივ ნიმუშად წარმოდგენილია "მამაო ჩვენო" მსოფლიოს 500 ენასა და კილოკავზე. "მითრიდატეს" პირველ ტომშია ცნობები ქართული ენის შესახებ (ტექსტის ნიმუში, ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკა, დიალექტები); ავტორს უსარგებლია მარი მაჯოს "ქართული ენის გრამატიკით" (რომი, 1670) ამ წყაროდან მომდინარე მრავალი უზუსტობის მიუხედავად, ქართული ენის ზოგიერთი თავისებურება (მაგ., სიტყვაში თანხმოვანთა თავმოყრა, სიტყვათცვლილებაში სუფიქსაციის უპირატესობა პრეფიქსაციასთან შედარებით და მისთ.) გამოვლენილია დიდი ლინგვისტური ალღოთი.
იოჰან კრისტოფ ადელუნგი | |
---|---|
გერმ. Johann Christoph Adelung | |
დაბ. თარიღი | 8 აგვისტო, 1732[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | შპანტეკოვი[6] [7] |
გარდ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1806[2] [3] [4] [5] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | დრეზდენი[6] [3] |
დასაფლავებულია | დრეზდენი |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | ლექსიკოგრაფი, ფილოლოგი, ბიბლიოთეკარი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი[8] |
ალმა-მატერი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და Kloster Berge school |
მამა | Johann Paul Adelung |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.