საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი From Wikipedia, the free encyclopedia
იოჟეფ ბეცა (უკრ. Йожеф Йожефович Беца; უნგრ. Becza József; რუს. Иосиф Иосифович Беца დ. 6 ნოემბერი, 1929, მუკაჩევო, ჩეხოსლოვაკია — გ. 24 თებერვალი, 2011, მუკაჩევო, უკრაინა) — უნგრული წარმოშობის უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სამგზის (1955, 1956, 1958) ბრინჯაოს პრიზიორი და საბჭოთა კავშირის თასის (1955) მფლობელი მოსკოვის „ცდსა“-ს შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1991). რუსეთის სფსრ-ის (1966) და სომხეთის სსრ-ის (1980) დამსახურებული მწვრთნელი.[1][2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იოჟეფ ბეცა | ||
დაბადების თარიღი | 6 ნოემბერი, 1929 | ||
დაბადების ადგილი |
მუკაჩევო, იმიერკარპატების ოლქი, ჩეხოსლოვაკია, (ამჟამად უკრაინა) | ||
გარდაცვალების თარიღი |
24 თებერვალი, 2011 (81 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
მუკაჩევო, იმიერკარპატების ოლქი, უკრაინა | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1946 | ბოლშევიკი | ||
1947–1949 | სპარტაკი | ||
1950–1951 | გდო | ||
1951–1953 | სპარტაკი | ||
1953–1954 | ოდო | 22 | (3) |
1953–1954 | ცსკ მო | 35 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
1955 | სსრკ | 1 | (0) |
1956 | სსრკ (ოლ.) | 1 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1961–1963 | სკა დონის როსტოვი (თ.) | ||
1964–1967 | სკა დონის როსტოვი | ||
1968 | სკა დონის როსტოვი (თ.) | ||
1969 | სკა ლვოვი | ||
1970 | სკა ლვოვი (გ. უფროსი) | ||
1971–1972 | სკა დონის როსტოვი | ||
1974–1975 | სკა დონის როსტოვი | ||
1976–1978 | მეტალურგი | ||
1979–1981 | არარატი ერევანი | ||
1982 | ქაირათი | ||
1985 | სკა ოდესა | ||
1989 | ტორპედო | ||
1989–1990 | სკა დონის როსტოვი | ||
1991 | პრიბორისტი (გ. უფროსი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იოჟეფ ბეცამ ერთი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[4] მატჩი 1955 წლის 23 ოქტომბერს, მოსკოვში — „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე (რუს. Центральный стадион «Динамо») გაიმართა და მას 54 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ბურთი შეხვედრის 29-ე წუთზე ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა რაიმონ კოპამ გაიტანა. პირველი ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ედუარდ სტრელცოვმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნიკიტა სიმონიანმა დააწინაურა მასპინძელთა გუნდი, თუმცა შეხვედრის 63-ე წუთზე როჟე პიანტონის მიერ გატანილმა საპასუხო გოლმა მატჩის საბოლოო ანგარიში (2–2) დააფიქსირა.[5][6]
ასევე, ერთი შეხვედრა ჩაატარა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ინდონეზიის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი 1956 წლის 29 ნოემბერს, მელბურნში — ოლიმპიური პარკის სტადიონზე (ინგლ. Olympic Park Stadium) გაიმართა და მას 3228 ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრო. შეხვედრა ფრედ (0–0) დასრულდა.[7][8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.