ინფორმატორი (1935 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ინფორმატორი (ინგლ. The Informer) — ჯონ ფორდის 1935 წლის მხატვრული ფილმი. დაფუძნებულია ირლანდეიელი მწერლის, ლიამ ო'ფლერტის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმი მოიწონეს როგორც კრიტიკოსებმა, ასევე მაყურებლებმა.
„ინფორმატორი“ | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | ჯონ ფორდი |
პროდიუსერი | ჯონ ფორდი |
სცენარის ავტორი | დადლი ნიკოლსი |
ნაწარმოები |
ინფორმატორი — ლიამ ო'ფლერტი |
როლებში | ვიქტორ მაკლალენი, ჰიზერ ეინჯელი |
მუსიკა | მაქს შტაინერი |
ოპერატორი | ჯორჯ ოგასტი |
მონტაჟი | ჯორჯ ჰიველი |
მხატვარი | ვან ნესტ პოლგლეისი, ჩარლზ კერკი |
სტუდია | RKO Radio Pictures |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
გამოსვლის თარიღი | 9 მაისი 1935 |
ხანგრძლივობა | 91 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $243 000 |
შემოსავალი | $950 000 |
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება ერთი ღამის განმავლობაში დუბლინში, 1922 წელს. მთავარი გმირია ჯაიპო, რომელიც აჯანყებას დაასმენს.
გადაღება
ჯონ ფორდი ხუთი წლის მანძილზე ცდილობდა გადაღების უფლების მოპოვებას. მან ფილმში ირლანდელი მსახიობები გადაიღო, ხოლო მთავარი როლის შემსრულებლად ამერიკელი ვიქტორ მაკლალენი მიიწვია.
ჯილდოები
ოსკარი
- საუკეთესო რეჟისორი: ჯონ ფორდი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ვიქტორ მაკლალენი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: დადლი ნიკოლსი
- საუკეთესო ორიგინალური მუსიკა: მაქს შტაინერი
გარდა მიღებული ჯილდოებისა, ფილმი ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო სურათისა და საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებში.
რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.