From Wikipedia, the free encyclopedia
ინტრონები — დნმ-ის ის უბნები, რომელთა ასლებიც იშლება პირველადი ტრანსკრიპტიდან და ისინი აღარაა ზრდასრულ რნმ-ში.
ტრანსკრიფციის შემდეგ ნუკლეოტიდების მიმდევრობები, რომლებიც ინტრონებს შეესაბამება, სპლაისინგის დროს იჭრება ზრდასრული ი-რნმ-იდან (პრე-ი-რნმ-იდან). ინტრონები ეუკარიოტების გენებისთვისაა დამახასიათებელი. ინტრონები აგრეთვე ნაპოვნია ისეთ გენებში, რომლებიც რიბოსომულ რნმ-ს (რ-რნმ-ს), სატრანსპორტო რნმ-სა (ტ-რნმ-სა) და პროკარიოტების ზოგიერთ ცილას აკოდირებენ. ეს ინტრონები რნმ-ის დონეზე იჭრება ავტოსპლაისინგის მეშვეობით. ინტრონების რაოდენობა და სიგრძე მრავალფეროვანია ერთი ორგანიზმის სხვადასხვა სახეობასა და გენში. მაგალითად, Saccharomyces cerevisiae საფუარების გენომი ჯამში შეიცავს 293 ინტრონს, ადამიანის გენომში კი ზოგჯერ 300 ათას ინტრონზე მეტია[1]. როგორც წესი, ინტრონები ეგზონებზე უფრო გრძელია[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.