From Wikipedia, the free encyclopedia
ეგზონი (ინგლ. ex(pressi)on-დან — გამოთქმა, გამოხატვა) — ეუკარიოტების გენის (დნმ-ის) უბანი, რომელიც ატარებს გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც აკოდირებს გენის პროდუქტის (ცილის) სინთეზს.
ეგზონების შესაბამისი დნმ-ის უბნები, ინტრონებისგან განსხვავებით, მთლიანადაა წარმოდგენილი ინფორმაციული რნმ-ის მოლეკულაში, რომელიც ცილის პირველად სტრუქტურას აკოდირებს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეგზონები შეესაბამებიან დომენებს (სტრუქტურულად ავტონომურ უბნებს) ცილაში და წარმოადგენენ პირველად გენეტიკურ ერთეულებს, რომელთა რეკომბინაცია ევოლუციის მსვლელობისას იწვევს ახალი გენების და შესაბამისად ახალი ცილების წარმოქმნას. ეგზონები გენის სტრუქტურაში მონაცვლეობენ სხვა ფრაგმენტებთან — ინტრონებთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.