From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე სერგის ძე ტურგენევი (რუს. Ива́н Серге́евич Турге́нев; დ. 9 ნოემბერი [ძვ. სტ. 28 ოქტომბერი], 1818, ორიოლი, რუსეთი — გ. 3 სექტემბერი [ძვ. სტ. 22 აგვისტო], 1883, ბუჟივალი (პარიზის მახლობლად)) — რუსი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, იმპერატორის კარზე არსებული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით. იგი მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენელია. ალექსანდრე პუშკინი, ნიკოლოზ გოგოლი, ფიოდორ დოსტოევსკი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი და ტურგენევი ერთად რუსული ლიტერატურის ოქროს საუკუნის წარმომადგენლები არიან.
ივანე ტურგენევი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი (9 ნოემბერი), 1818[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ორიოლი[2] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1883[2] [5] [7] [6] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბუჟივალი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა[2] [4] |
დასაფლავებულია | ლიტერატორსკიე-მოსტკი |
ფსევდონიმი | .....въ, —е—, И.С.Т., И.Т., Л., Недобобов, Иеремия, Т., Т…, Т. Л. და Т……в |
საქმიანობა | მწერალი[8] [9] [10] , პოეტი[9] , დრამატურგი, რომანისტი, მთარგმნელი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი[9] და ნოველისტი |
ენა | გერმანული ენა, ფრანგული ენა, ინგლისური ენა და რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | ბერლინის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ჟანრი | მოთხრობა, მოკლე რომანი, ელეგია და დრამა |
Magnum opus | მონადირის ჩანაწერები, მამები და შვილები, ერთი თვე სოფელში, მუმუ, Home of the Gentry[11] და ლექსები პროზაში |
მეუღლე | |
ხელმოწერა | |
ივანეს მამა ხელმოკლე აზნაური იყო. მდიდარი აზნაურის ქალიშვილზე ვ. ლუტოვინაზე დაქოწინენის შემდეგ სამხედრო სამსახური მიატოვა. ტურგენევები ჯერ სპასკოე-ლუტოვინოვოში ცხოვრობდნენ, 1827 წლიდან მოსკოვში გადასახლდნენ. ტურგენევი თავდაპირველად მოსკოვის, მერე პეტერბურგის და ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა. გაწაფებით დაკავდა ანტიკურ ლიტერატურისა და ფილოსოფიის შესწავლით. 1841 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მოსკოვში დასახლდა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1834 წლიდან დაიწყო.
ივანე ტურგენევის სახელობის მრავალი ქუჩაა: რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში. მისი სახელობის მოედანი არის სანქტ-პეტერბურგში. მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურს ტურგენევი ჰქვია. ტურგენევის სახელობისაა ასევე ერთ-ერთი ჩანჩქერი ალმათიში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.