From Wikipedia, the free encyclopedia
იატაკქვეშა იმპერია (ინგლ. Boardwalk Empire) — ამერიკული ტელესერიალი საკაბელო ქსელი HBO-სგან, რომელშიც აღწერილია XX საუკუნის 20-იან წლებში „მშრალი კანონის“ პერიოდში ატლანტიკ-სიტიში, ნიუ-ჯერსი, მსხვილი აზარტული თამაშების ბიზნესის ჩასახვის მოვლენები. მთავარ როლს ასრულებს სტივ ბუშემი. სცენარისტი და პროდიუსერია ტერენს უინტერი, „ემის“ მფლობელი სცენარისთვის ტელესერიალისთვის „სოპრანოს კლანი“.[1] პირველი ეპიზოდის რეჟისორი იყო მარტინ სკორსეზე. მისი გადაღება $18 მილიონი დაჯდა[2] და ყველაზე ძვირი საპილოტო ეპიზოდი გახდა სატელევიზიო ისტორიაში. პირველი სეზონის პრემიერა 2010 წლის 19 სექტემბერს შედგა.[3] 2010 წლის სექტემბერში გამოცხადდა, რომ გადაღებული იქნებოდა მეორე სეზონი, პირველი სეზონის მაყურებელთა მაღალი რეიტინგის გამო. მეორე სეზონის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 25 სექტემბერს.[4].
„იატაკქვეშა იმპერიამ“ კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა, განსაკუთრებით მისი ვიზუალური სტილისა და ისტორიული სიზუსტისთვის, ასევე ბუშემის წამყვანი როლისთვის.[5] ტელესერიალი წარდგენილი იყო 18 ემიზე და გაიმარჯვა 8 კატეგორიაში, მათ შორის მარტინ სკორსეზეს სარეჟისორო ნამუშევრისთვის.
2011 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ სერიალი მესამე სეზონით განახლდებოდა.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.