თემურ გოცირიძე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
თემურ გოცირიძე (დ. 20 იანვარი, 1955, ქ. ამბროლაური, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი, საპატიო აკადემიკოსი.
თემურ გოცირიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1955 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდები და გვირაბების სპეციალობით. 1973-1975 წლებში იყო თბილგვირაბმშენის მე-5 საგვირაბო რაზმის მუშა-ბრიგადირი. 1975-1978 წლებში მუშაობდა თბილგვირაბმშენის ინჟინრად. შემდეგ თბილგვირაბმშენის შახტის უფროსად 1978-1988 წლებში. 1988-1997 წლებში იყო თბილგვირაბმშენის მშენებლობის უფროსი. 1997-2019 წლებში შპს „კარიბჭეს“ დირექტორად მუშაობდა. საქართველოს ეროვნული აკადემიის უნივერსიტეტის პროფესორი (2002-2004). 2004-2008 წლებში იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის განყოფილების უფროსი. შემდეგ სს ენერგოკავშირის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2008 - 2019). 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია, სახალხო დიპლომატიის ცენტრის „პერსონას“ პრეზიდენტი. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით (ჩაანაცვლა ვანო ზარდიაშვილი), საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.