Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
თამრიკო ჭოხონელიძე (დ. 18 იანვარი, 1964, თბილისი) — ქართველი მომღერალი; მუსიკათმცოდნე; ფოლკლორისტი; პიანისტი. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა [1] და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.
თამრიკო ჭოხონელიძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | თამარ ჭოხონელიძე |
დაბ. თარიღი | 18 იანვარი, 1964 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
წარმოშობა | ქართველი |
საქმიანობა | მომღერალი |
1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია.[2]
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები (1995).[2]
კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით[2], აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი.
ჩატარებული აქვს სამი სოლო კონცერტი - 1999 [3], 2010 [4] და 2016 წელს [5]
თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი — მარიამ როინიშვილი არის მომღერალი (კლასიკური ვოკალი) სოპრანო. ვაჟი — კოკო როინიშვილი არის მსახიობი, რეჟისორი და „ქალაქის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
2019 წლის 14 მაისის ეთერის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს მიმართა და მის მიმართ წამოსულ აგრესიასა და კიბერბულინგზე ისაუბრა.[6] მან ჭოხონელიძის მიმართ პატივისცემას გამოხატა ასე: „ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად“.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.