Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია — საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც აყალიბებს და ხელმძღვანელობს კამერულ-სიმფონიურ და საესტრადო ანსამბლებს. ჯგუფებს, აწყობს მათ კონცერტებს საზღვარგარეთ, იწვევს საგასტროლოდ საკონცერტო ჯგუფებს საზღვარგარეთიდან.
ფილარმონიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 1905 წელს, როდესაც თბილისში ოფიციალურად ჩამოყალიბდა საქართველოს ფილარმონიული საზოგადოება. მის შექმნას სათავეში ედგა მოწინავე ქართველ მუსიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი (ზაქარია ფალიაშვილი, ია კარგარეთელი, ანდრია ყარაშვილი, ფილიმონ ქორიძე, იოსებ სულხანიშვილი, ზაქარია ჩხიკვაძე, ვასილ კარბელაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და სხვები). საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო იოსებ სულხანიშვილი.
ფილარმონიული საზოგადოება აგროვებდა და გამოსცემდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს, აყალიბებდა ხალხურ მომღერალთა გუნდებს, მომღერალ ქალთა ანსამბლებს, სამუსიკო სკოლებს. მისი ინიციატივით და დახმარებით 1913 წლის 27 აპრილს ქართველთა სათავადაზნაური საზოგადოების შენობაში შესრულდა პირველი ქართული ოპერა — ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ ახლადშექმნილი ნაწყვეტები.
წლების განმავლობაში ფილარმონიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მუსიკოსები და მუსიკის მოღვაწეები: ზ. ფალიაშვილი, გრიგოლ კოკელაძე, აპოლონ ყიფიანი, ნოშრევან კიტია და სხვები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.