მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე From Wikipedia, the free encyclopedia
ზილგახოხი — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ჯავის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების სბისა და ჭელიათისწყლის (ლიახვის აუზი) სათავეებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3857 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა, დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალზე 1852 ავიდა რუსი გეოდეზისტი, წარმოშობით პოლონელი, გენერალ-ლეიტენანტი იოსებ ხოძკო.[2]
ზილგახოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′38″ ჩ. გ. 44°13′31″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3857 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | მერგელი, კირქვა, კონგლომერატი, თიხაფიქალი, ქვიშაქვა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.