Remove ads
ქართველი წესების გარეშე მებრძოლი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე From Wikipedia, the free encyclopedia
ზაზა ტყეშელაშვილი (დ. 19 მარტი, 1965) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე და წესების გარეშე მებრძოლი, 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მონაწილე. ამჟამად საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი.[2]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 19 მარტი, 1965 |
დაბ. ადგილი | ვანი, საქართველო |
სიმაღლე | 188 სმ |
სპორტი | |
ქვეყანა | საქართველო[1] |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | თავისუფალი |
ზაზა საქართველოს ოლიმპიური რეზერვების ცენტრის, მაშინდელი შრომითი რეზერვების ცენტრის აღზრდილია. აქ მან 1978 წელს, 13 წლის ასაკში, დაიწყო ვარჯიში მწვრთნელ ვანო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით.[3]
1996 წელს ზაზა იყო იმ 8 თავისუფალი სტილით მოჭიდავეს შორის რომელიც 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ზაზა 100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, პირველივე რაუნდში მისი მოწინააღმდეგე რუსეთის ოლიმპიური გუნდის სახელით მოასპარეზე გამოცდილი ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი იყო. დაძაბულ ბრძოლაში ზაზა 2-0 დამარცხდა, თუმცა მიუხედავად ამისა ზაზა დამარცხებულთა ტურნირში გადაერთო სადაც ჯერ პუერტო-რიკოელ დანიელ სანჩესს მოუგო, შემდეგ კი მონღოლ დოლგოსურენგიინ სუმიიააბაზართან დამარცხდა და საბოლოოდ მე-13 პოზიცია დაიკავა.
თავისუფალი ჭიდაობის პარალელურად ზაზა აქტიურად იყო ჩართული წესების გარეშე ბრძოლებშიც, სადაც ასპარეზობდა ფსევდონიმით — გრომი (Grom). 1992-2001 წლებში მან 13 მატჩი ჩაატარა, საიდან 7 მოიგო (5 ნოკაუტით), 5 მატჩში კი მარცხი განიცადა (1 ნოკაუტით).
ზაზა ტყეშელაშვილის ძმა, ასევე ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე და წესების გარეშე მებრძოლი, კობა ტყეშელაშვილი, საქართველოს პანკრატიონის, გრაპლინგისა და ბელტ ვრესტლინგის ეროვნული ფედერაციის დამაარსებელი და პრეზიდენტია.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.