From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადიმერ კოტლიაკოვი (რუს. Владимир Михайлович Котляков; დ. 6 ნოემბერი, 1931) — რუსი გეოგრაფი.[2] რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1991). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (1996),[3] თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1996).[4]
ვლადიმერ კოტლიაკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 ნოემბერი 1931 |
დაბ. ადგილი | კრასნაია-პოლიანა |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი[1] |
საქმიანობა | გლაციოლოგი და გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მსუ გეოგრაფიული ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია |
ვლადიმერ კოტლიაკოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების (1954) შემდეგ მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1971 წლიდან პროფესორია, 1968 წლიდან გლაციოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1975 წლიდან ბუნებრივი რესურსების დინამიკის სექტორის ხელმძღვანელი, 1986 წლიდან დირექტორი. ანტარქტიდაში, ახალი მიწის კუნძულ ჩრდილოეთ კუნძულზე, კავკასიაში, პამირსა და ტიან-შანში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი. რუსეთში გლაციოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.[5]
ვლადიმერ კოტლიაკოვი 14 წიგნის და 750 სამეცნიერო სტატიის ავტორია.[4] მისი ხელმძღვანელობით შედგენილია და გამოცემულია მრავალტომიანი „სსრკ მყინვარების კატალოგი“ (1965–1982). იკვლევდა მთისა და პოლარული გამყინვარების რეჟიმსა და დინამიკას, გარემოს გლობალური ცვლილების პრობლემებს; არის სისტემური გლაციოლოგიური კარტოგრაფირების კონცეფციის შემქმნელი, „მსოფლიოს თოვლ-ყინულოვანი რესურსების ატლასის“ (ტ. 1–2, 1997) მთავარი რედაქტორი. ქართველ გეოგრაფ რამინ გობეჯიშვილთან ერთად ავტორია ნაშრომისა „გლაციოლოგია“ (2006).[6] ანტარქტიდაში ვოსტოკის სადგურზე ჭაბურღილიდან მყინვარული კერნის შესწავლის ინიციატორი და ხელმძღვანელი, რომლის შედეგებითაც დამტკიცდა, რომ თანამედროვე ეპოქა არ გადის დედამიწაზე კლიმატის ცვალებადობის სტაბილური საზღვრების ფარგლებიდან. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1980–2000), საპატიო პრეზიდენტი (2000 წლიდან).[5]
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1988–96). კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი, რომელსაც მიღებული აქვს ნობელის მშვიდობის პრემია (2007). რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2001). კოტლიაკოვის სახელობისაა ორი მყინვარი იმიერილის ალათაუსა და ჯუნგარის ალათაუში.[5] კოტლიაკოვი უარყოფს გლობალური დათბობის ანთროპოგენურ ბუნებას.[7][8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.