From Wikipedia, the free encyclopedia
ვივიენ ლი (ინგლ. Vivien Leigh; დ. 5 ნოემბერი, 1913 — გ. 8 ივლისი, 1967) — ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ კინოეკრანებზე ბევრჯერ არ გამოჩენილა, მას ამერიკის კინოაკადემიის ორი ოსკარი აქვს მიღებული „სამხრეთელი ლამაზმანების“ („Southern belles“) როლებისთვის — სკარლეტ ო'ჰარა („ქარწაღებულნი“, 1939) და ბლანშ დიუბუა („ტრამვაი სახელად სურვილი“, 1951), როლი რომელსაც პარალელურად ლონდონის ვესტენდზე თამაშობდა. ოცთაათწლიანი თეატრალური კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს ავტორთა ფართო სპექტრის პერსონაჟები, დაწყებული ნოელ კოვარდისა და ჯორჯ ბერნარდ შოუს გმირებითა და დამთავრებული კლასიკური შექსპირული ხასიათებით — ოფელია, კლეოპატრა, ჯულიეტა და ლედი მაკბეტი.
ვივიენ ლი | |
---|---|
ვივიენ ლი 1958 წელს | |
დაბადების სახელი | ვივიან მერი ჰარტლი |
დაბადების თარიღი |
5 ნოემბერი, 1913 დარჯილინგი, ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი |
8 ივლისი, 1967 ლონდონი, ინგლისი |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | ლორენს ოლივიე (1940-60) |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი |
BAFTA | ტრამვაი სახელად სურვილი (1951) |
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვივიენ ლი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.