From Wikipedia, the free encyclopedia
ვერტყვილა — სოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვერტყვილა | |
ვერტყვილის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხუნევი |
კოორდინატები | 42°06′38″ ჩ. გ. 43°19′14″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 410 მ |
მოსახლეობა | 285[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ძირულის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 410 მ-ზე, ხარაგაულიდან 38 კმ-ის დაშორებით.
ვერტყვილა წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII საუკუნე) მიხედვით, „უწოდებენ ვერტყვილიდამ ნადაბურამდე ჴეფინის-ჴევსა... ხოლო ვერტყვილას და ამაშუკეთს შუა არს მცირე მთა, მისრული კოლბეურის მთამდე, და ესე არს საზღვარი ქართლ-იმერთა აწინდელი“.
სოფლის სასაფლაოზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია.[2][3]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 285 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.