From Wikipedia, the free encyclopedia
ვენის მეტროპოლიტენი (გერმ. Wiener U-Bahn) — მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ვენაში. S-Bahn-თან, ტრამვაისა და საავტობუსო სისტემასთან ერთად ავსტრიის დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
ვენის თანამედროვე მეტროპოლიტენის გახსნის თარიღად 1976 წელი მიიჩნევა. ამავდროულად, ვენის მეტროპოლიტენს მდიდარი წინარეისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულიდან იწყება. ახლანდელი ქსელი მოიცავს 1898—1901 წლებში აშენებული შტადტბანების (საქალაქო რკინიგზა) რიგ მონაკვეთებს.
მეტროქსელი 74,2 კმ სიგრძის 5 ხაზისა და 98 სადგურისგან შედგება. ხაზებს დასახელებები არ გააჩნია და მხოლოდ ნომრებით მოიხსენიება ასო U-თი (U-Bahn-დან) U1-დან U6-მდე. გარდა ამისა, ყოველ ხაზს თავისი ფერი აქვს. ვენის მეტროპოლიტენს ქალაქის ასპროცენტიან მფლობელობაში არსებულ Wiener Stadtwerke AG-ის ფირმა Wiener Linien GmbH & Co KG ემსახურება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.