Remove ads
მიხო მოსულიშვილის ბიოგრაფიული რომანი From Wikipedia, the free encyclopedia
ვაჟა-ფშაველა — ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატის, მიხო მოსულიშვილის ბიოგრაფიული რომანი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაზე.
„ვაჟა–ფშაველა“ | |
---|---|
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე) | |
„ვაჟა–ფშაველა“, ყდა, 2011 | |
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
რედაქტორი | თამრი ფხაკაძე |
გარეკანის მხატვარი | ნინო კაპანაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სერია | ილუსტრირებული ბიოგრაფიები |
თემა | მწერალი და ცხოვრება |
ჟანრი | ბიოგრაფიული რომანი |
გამომცემელი | „პეგასი“ |
გამოცემის თარიღი | 2011 |
ქართულად გამოიცა | 2011, 25 მაისი |
მედია | მაგარი ყდა |
გვერდი | 383 |
oclc | 755907118 |
წინამორბედი | ბენდელა, 2003 |
მომდევნო | ჰელესა, 2012 |
ISBN | 9789941917967 |
მხატვრული და დოკუმენტური ჩანაწერების ურთიერთმონაცვლეობით წარმოდგენილი ეს ბიოგრაფიული წიგნი ვაჟა-ფშაველას გავლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ამ რომანიდან გავიგებთ, თუ რა მხრივ ჰგვანან ვაჟა-ფშაველას: ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ლაოკოონი, ღვთაებრივი პოეტი ჰომეროსი თუ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი.
წიგნის ავტორი ასაბუთებს, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ამოდის ქართული მითოლოგიის სიღრმიდან, რაც მას მსოფლიო ლიტერატურის ფონზე ორიგინალურ მოვლენად აქცევს და ქართული ლიტერატურის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, მეუფე თადეოზი:
„წმინდა ვაჟა-ფშაველას შესახებ ყოველი ცდა, შრომა არის სანატრელი, იმიტომ, რომ იგი არის მსოფლიოს საკვირველება. კაცი, რომელიც შოთა რუსთაველს გაუტოლდა და გვაგონებს მწერვალს. ამოუწურავია ვაჟა-ფშაველას გენია, ის არის გენიოსთა გენიოსი... ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მიხო მოსულიშვილს ამ დიდი შრომისთვის, რომ მას სურს კიდევ უფრო მეტად გააცნოს მსოფლიოს ვაჟა. მისი ყველა ნაწარმოები არის ღვთისმეტყველებით და პატიოსნებით აღსავსე...[1]“ |
პროფესორი დავით წოწკოლაური:
მწერალი დათო ტურაშვილი
„და მე მინდა გითხრათ, რომ აქ საოცარი რაღაცაა გაკეთებული. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ვაჟა–ფშაველაზე წიგნი დაწერო. მიხო მოსულიშვილს მინდა მადლობა ვუთხრა, რაკი სიყვარულით იმუშავა... ხომ იცით, ვაჟა–ფშაველა რა საოცრებაა...[2]“ |
2011 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს ლიტერატურულ კონკურში ბიოგრაფიულ რომან „ვაჟა–ფშაველას“ მიენიჭა ლიტერატურული პრემია „გალა“, ნომინაციაში: „სამაგიდო წიგნი“[3]
ავტორს პრიზი დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ გადასცა, მანამდე კი თქვა:
„თუ „გალას“’ წლიდან წლამდე გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს პროექტი სულ ახალ-ახალ ადამიანებს ეძებს. ჩვენს წინაშე იშლება ახალ-ახალი შესაძლებლობები. მე არავის მსაჯული არ ვარ, მაგრამ თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ „გალა“’ განსხვავდება სხვა ანალოგიური კონკურსებისგან, სადაც, შეიძლება დამსახურებულად, მაგრამ სულ ერთი და იგივე სახეებს ვხედავთ. „გალა“ ყოველ წელს განსხვავებულია, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს, როგორც გამომცემლობებს, ასევე მწერლებს.[4]“ |
პრემიის მიღებისას მიხო მოსულიშვილმა აღნიშნა:
„ეს პრემია მე მიხარია და მე დამაბნია, თორემ ვაჟა–ფშაველასთვის მორიგი პრემია იქნებოდა; მას, ალბათ, ამაზე მეტიც ეკუთვნოდა.“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.