ვალე-დე-ლა-პასკუა

From Wikipedia, the free encyclopedia

ვალე-დე-ლა-პასკუა

ვალე-დე-ლა-პასკუა (ესპ. Valle de la Pascua) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, გუარიკოს შტატში. მდებარეობს ბორცვზე, ზღვის დონიდან 125 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 86.000 კაცს.[1] ეკონომიკური თვალსაზრისით გუარიკოს შტატის მნიშვნელოვანი ცენტრია. ამრავლებენ საქონელს.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ვალე-დე-ლა-პასკუა
Valle de la Pascua
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა  ვენესუელა
შტატი გუარიკო
კოორდინატები 9°12′14″ ჩ. გ. 66°00′28″ დ. გ.
მმართველი Nidia
დაარსდა 25 თებერვალი, 1785
ცენტრის სიმაღლე 125
მოსახლეობა 86.000 კაცი (2001)
სატელეფონო კოდი 235
საფოსტო ინდექსი 2350
ოფიციალური საიტი lomejordelapascua.com
Thumb
დახურვა

დაარსდა XVII საუკუნეში. ირგვლივ განვითარებული გეოგრაფიული აღნაგობის გამო ქალაქის რელიეფი ტალღოვანი და დაბალია. გარშემო ტერიტორიები მხოლოდ დაბლობია, რელიეფი არ არის გართულებული შემაღლებებით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა უდრის 25,3°С-ს. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულია მდინარეთა ქსელი. არის ტბებიც.

დიდი კოლუმბიის ტერიტორიული შეთანხმების ხარჯზე, 1824 წლის 25 ივნისიდან კარაკასის პროვინცია (ვენესუელის დეპარტამენტი) დაიყო 12 კანტონად. ვალე-დე-ლა-პასკუა შეუერთეს ჩაგუარამასის კანტონს. 1848 წელს პრეზიდენტ ხოსე ტადეო მონაგასის ბრძანებით, კარაკასის ოლქი ხელახლა დაიყო, ამჯერად ოთხ კანტონად და 27 ოლქად. ვალე-დე-ლა-პასკუა კანტონის დედაქალაქ ჩაგუარამასთან (და ასევე სხვა ოლქებთან ერთად) მოათავსეს ჩაგუარამასის კანტონის შემადგენლობაში. 1853 წელს ჩაგუარამასის კანტონი დაიყო ორ ნაწილად: ჩაგუარამასი და უნარე. ჩაგუარამასის კანტონში რჩებოდნენ ქალაქები ჩაგუარამასი, ვალე-დე-ლა-პასკუა, ესპინო, კაბრუტა და სხვ.[2]

ვალე-დე-ლა-პასკუა ავტომაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, რომლის მეშვეობით დაკავშირებულია ქალაქ ვალენსიასთან.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.