From Wikipedia, the free encyclopedia
ერბილი, იგივე ჰავლერი (ქურთ. ھەولێر; არაბ. أربيل Arbīl; Hewlêr; სირ. ܐܪܒܝܠ Arbel) — ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი. მდებარეობს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. 2013 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 1 500 000 ადამიანს შეადგენს. შედის ერბილის მუჰაფაზის შემადგენლობაში და წარმოადგენს მის ცენტრს.
ქალაქი | |
---|---|
ერბილი ھەولێر | |
ქვეყანა | ერაყი |
ავტონომიური რეგიონი | ქურთისტანი |
კოორდინატები | 36°11′28″ ჩ. გ. 44°00′33″ ა. გ. |
გუბერნატორი | ნავზარდ ჰადი |
ფართობი | 12000 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 420±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქურთული |
მოსახლეობა | 1 500 000 კაცი (2013) |
ეროვნული შემადგენლობა | ქურთები |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 66 |
საფოსტო ინდექსი | 44001 |
სავარაუდოდ აქ პირველი დასახლება ქრისტეს შობამდე 5000 წელს უნდა გაჩენილიყო. ამის გამო ერბილი ერთ-ერთ ყველაზე ძველ მუდმივად დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. ქალაქი მნიშვნელოვანია ისლამური არტეფაქტების სიუხვით და არქეოლოგიური პროექტების ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი მოხსენიებულია მესამე ათასწლეულის შუმერულ ნაწერებში როგორც „ურბელუმი“ ან „ურბილუმი“. სავარაუდოდ წარმოსდგება სახელიდან „არბილო“, რაც შუმერულად ოთხ ღმერთს ნიშნავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.