From Wikipedia, the free encyclopedia
ენ ბრონტე (დ. 17 იანვარი, 1820 — გ. 28 მაისი, 1849) — ინგლისელი პროზაიკოსი და პოეტი. იგი დაიბადა 1820 წელს თორნტონში (იორკშირი), მღდვლის სახლში. დებ ბრონტეებს შორის ყველაზე უმცროსი.
ენ ბრონტე | |
---|---|
ინგლ. Anne Brontë | |
დაბადების თარიღი | 17 იანვარი, 1820[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | თორნტონი[9] |
გარდაცვალების თარიღი | 28 მაისი, 1849[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (29 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სკარბორო |
დასაფლავებულია | სკარბორო[3] |
ფსევდონიმი | Acton Bell[9] [10] |
საქმიანობა | პოეტი[9] , რომანისტი[9] , გუვერნანტი[3] და მწერალი[11] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
Magnum opus | მდგმურად უაილდფელ-ჰოლში და აგნეს გრეი[9] |
ხელმოწერა | |
ენ ბრონტე ღარიბი ირლანდიელი მღვდლის, პატრიკ ბრონტეს, ქალიშვილი იყო. მან ცხოვრების დიდი ნაწილი შინ, თავის ოჯახთან ერთად გაატარა ჰოუორთში. 1836-37 წლებში ქალთა სკოლაში დადიოდა, ხოლო 1839-45 წწ. გუვერნანტად მუშაობდა. 1846 წელს მან, უფროს დებთან ერთად, გამოაქვეყნა პოემების ერთობლივი კრებული, სადაც ის ფსევდონიმით Acton Bell იყო მოხსენიებული. მისი პირველი რომანი „აგნეს გრეი“ „ქარიშხლიან უღელტეხილთან“ ერთად 1847 წელს დაიბეჭდა. მისი რიგით მეორე რომანი „მდგმურად უაილდფელ-ჰოლში“ 1848 წელს გამოიცა და ერთ-ერთ პირველ მკაფიოდ ფემინისტურ რომანად მიიჩნევა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.