From Wikipedia, the free encyclopedia
ელჰაიდა დანი (ალბ. Elhaida Dani; დ. 17 თებერვალი 1993, შკოდერი, ალბანეთი) — ალბანელი მომღერალი. დიდება მოიპოვა რაც გაიმარჯვა ჯერ ალბანეთის ვარსკვლავების აკადემიაში 2009 წელს და შემდეგ 2012 წელს Top Fest-ზე. მოგვიანებით, იმავე წელს, იგი მაყურებლების ხმის 70% გაიმარჯვა The Voice of Italy.[1][2] Universal Music in Italy მეშვეობით თავისი პირველი სინგლი Baciami e Basta გამოუშვა.
ელჰაიდა დანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | Elhaida Dani |
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1993 |
დაბ. ადგილი | შკოდერი ალბანეთი |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, R&B, სოული |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
აქტიური | 2008-დან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Universal Music Group |
საიტი | elhaidadani93.com |
ელჰაიდა დანი ვიკისაწყობში |
2014 წლის დეკემბერში მან მოიგო Festivali i Këngës 53-ე გამოცემა სიმღერით „Diell“ (მზე),[3][4] შედეგად მოიპოვა უფლება წარედგინა ალბანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2015-ზე ვენაში, ავსტრიაში, ამავე სიმღერით. თუმცა, 2015 წლის 23 თებერვალს დანიმ განაცხადა, რომ სიმღერის კომპოზიტორმა ამოიღო სიმღერა კონკურსიდან და ის შეასრულებს სხვა სიმღერას ევროვიზიაზე.[5] მომდევნო დღეს გაირკვა, რომ სიმღერა იქნება I'm Alive (მე ცოცხალი ვარ).[6]
ელჰაიდა დანი დაიბადა 1993 წლის 17 თებერვალს ქალაქ შკოდერში, ალბანეთის ჩრდილოეთში. 6 წლის ასაკიდან ფორტეპიანოზე სწავლა დაიწყო. ის პირველად გამოჩნდა ეროვნულ ტელევიზიაზე 2008 წელს, მას შემდეგ, რაც მონაწილე გახდა Kënga Magjike კონკურსის, თავისი სიმღერით Fjala e fundit (ბოლო სიტყვა).
2009 წელს მონაწილეობა მიიღო ვარსკვლავთა აკადემიის ალბანურ ვერსიაში და მოიგო შოუ. შემდეგ გააგრძელა მომღერლობა და მღეროდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში მთელ ბალკანეთში. 2011 წელს მიიღო მონაწილეობა სიმღერით Si asnjëherë (როგორც არასდროს), Sunčane Skale კონკურსში, რომელიც გაიმართა მონტენეგროში და მოიგო შოუ ახალგაზრდების კატეგორიაში.[7][8] მოგვიანებით, იმავე წელს, მან მოიგო ორი შეჯიბრება ბულგარეთსა და რუმინეთში. მონაწილეობა მიიღო ასევე Festivali i Këngës 50-ე კონკურსში, სიმღერით "Mijëra vjet" (ათასობით წელი).
2012 წლის დასაწყისში, დანი მუშაობდა „Threedots Music Albania“-სთან, რომელიც პოპულარული მუსიკალური ლეიბლია და დაწერა სიმღერა „S'je më“, და ამ სიმღერით მოიგო ალბანეთის დიდი მუსიკალური შოუ Top Fest.[9][10] ალბანეთში დაბრუნების შემდეგ, პირველი სიმღერა იმღერა, რაც იმღერა იყო მაჰერ ზაინის სიმღერა "Ya Nabi Salam alayka", რომელიც შეასრულა შკოდერის მედრესეში. მედრესეში ყოფნის დროს ატარებდა თავსაფარს.[11][12]
დანიმ ბალკანეთში მრავალი მუსიკალური კონკურსების მოგების შემდეგ, ელჰაიდამ დროებით გადავიდა რომში, იტალიაში, რომ მიეღო მონაწილეობა The Voice იტალიურ ვერსიაში. "ბრმა აუდიციის" დროს, დანიმ შეასრულა ჯესი ჯეის „Mamma Knows Best“ და მიიღო დიდი გამოხმაურება ჟიურის და მაყურებლის მხრიდან.
მისი არჩევის შემდეგ, გადწყვიტა შეუერთდეს რიკარდო კოჩანტეს გუნდს, ასე გახდა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი მისი მწვრთნელი. 2013 წლის მაისში გავიდა ფინალში.
შეასრულა ლარა ფაბიანის „Adagio“ და „When Love Calls Your Name“, რომელიც სპეციალურად დანისთვის დაწერა რიკარდო კოჩანტემ როქსანა სიიმენმა. ამ სიმღერით მაყურებლების ხმის 70% მოიგო შოუ.[13][14]
2014 წელს, დანიმ გადაწყვიტა, რომ იგი აპირებს მონაწილეობას Festivali i Këngës 53-ე კონკურსში, იმ იმედით, რომ წარმოადგენს ალბანეთს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.[15] მისი სიმღერა „Diell“ (მზე), 28 მონაწილე სიმღერის შორის იყო.[16] კონკურსი ჩატარდა 26-28 დეკემბერს ტირანაში. იგი შოუს ფავორიტი იყო.[17][18] 2014 წლის 28 დეკემბერს, ელჰაიდამ 82 ქულით კონკურსში გაიმარჯვა.[19][20]
Festivali i Këngës შემდეგ, დანი იძულებული გახდა, რომ შეეცვალა თავისი ევროვიზიის სიმღერა „Diell“-დან „I'm Alive“-ზე, მას შემდეგ, რაც ორიგინალური სიმღერის კომპოზიტორმა გადაწყვიტა გააუქმოს იგი კონკურსიდან. მას შემდეგ ევროვიზია 2015-ზე მონაწილეობდა ამ სიმღერით. ევროვიზიაზე პირველი ნახევარფინალი მეათე ადგილით დაასრულა და გადავიდა ფინალში.
2015 წლის ევროვიზიაზე ელჰაიდა დანიმ დაიკავა 17 ადგილი 34 ქულით, ისევე როგორც წინა წლების მონაწილეები ოლტა ბოკა ევროვიზია 2008-ზე და კეისი ტოლა ევროვიზია 2009-ზე.
სახელი | ალბომების დეტალები | უმაღლესი ადგილი ჩარტში | სერთიფიკატები |
---|---|---|---|
ITA [21] | |||
ელჰაიდა დანი |
|
28[22] | |
სახელი | წელი | უმაღლესი ადგილი ჩარტში | სერთიფიკატები | ალბომი | ||
---|---|---|---|---|---|---|
ALB | ICE | ITA [21] | ||||
"Fjala e Fundit" | 2008 | – | – | – | არა ალბომის სინგლი | |
"Si asnjëherë" | 2010 | – | – | – | ||
"Mijëra vjet" | 2011 | – | – | – | ||
"S'je më" | 2012 | – | – | – | ||
"When Love Calls Your Name" | 2013 | – | – | – | ელჰაიდა დანი | |
"Baciami e basta" | – | – | – | |||
"In the Sky for a While" | – | – | – | |||
"Diell" | 2014 | – | – | – | არა ალბომის სინგლი | |
"I'm Alive" | 2015 | 1 | 46 | – | I'm Alive | |
"Në Jetë" | – | – | – | |||
წელი | სახელი | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
2009 | ვარსკვლავების აკადემია ალბანეთი | თავისი თავი | სეზონი 5 (გამარჯვებული) |
2012 | Top Fest | თავისი თავი | სეზონი 9 (გამარჯვებული) |
2013 | Apartamenti 2XL | თავისი თავი, სპეციალური სტუმარი | სეზონი 2 |
2013 | The Voice of Italy | თავისი თავი | სეზონი 1 (გამარჯვებული) |
2014 | X Factor Albania | თავისი თავი, მუსიკალური სტუმარი | სეზონი 3-4 |
2014 | Festivali i Këngës | თავისი თავი | სეზონი 53 (გამარჯვებული) |
2015 | შანსი დაარქივებული 2016-12-23 საიტზე Wayback Machine. | თავისი თავი | ჟიური |
2015 | ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2015 | თავისი თავი | კონკურსანტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.