From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ პოლ „ელიოტ“ სმითი (ინგლ. Steven Paul „Elliott“ Smith; დ. 6 აგვისტო, 1969 — გ. 21 ოქტომბერი, 2003) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი.
ელიოტ სმითი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სტივენ პოლ სმითი |
დაბ. თარიღი | 6 აგვისტო, 1969[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ომაჰა, ნებრასკა, აშშ |
გარდ. თარიღი | 21 ოქტომბერი, 2003 წ. (34 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1991 - 2003 |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | sweetadeline.net |
ელიოტ სმითი ვიკისაწყობში |
ელიოტ სმითი დაიბადა 1969 წლის 6 აგვისტოს, ომაჰაში, ნებრასკაში. ძირითადად გაიზარდა ტეხასის შტატში, ხოლო ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა პორტლენდში, ორეგონში, სადაც პირველად მოიპოვა პოპულარობა. სმითის ძირითადი ინსტრუმენტი გიტარა იყო, თუმცა ის ასევე უკრავდა ფორტეპიანოზე, კლარნეტზე, ბას-გიტარაზე, დრამსა და ჰარმონიკაზე და გამოირჩეოდა განსხვავებული ვოკალური სტილით.[8]
ჯგუფ Heatmiser-ში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, იგი 1994 წლიდან სოლო კარიერას შეუდგა და გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Roman Candle (1994) ლეიბლზე Cavity Search. მომდენვნო წელს ამას მოჰყვა მეორე ალბომის Elliott Smith გამოცემა ლეიბლზე Kill Rock Stars. 1997 წელს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა DreamWorks Records, ვისთვისაც ჩაწერა ორი ალბომი. საყოველთაო აღიარება მოუტანა ფილმ „ნიჭიერი უილ ჰანტინგისთვის“ დაწერილმა საუნდტრეკმა „Miss Misery“, რომელიც ნომინირებული იქნა 1998 წლის ოსკარის ცერემონიალზე.
წლების განმავლობაში სმითი იტანჯებოდა ქრონიკული დეპრესიით, ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით, რაც მრავალგზის აისახა კიდეც მის მუსიკალურ შემოქმედებაში.
ელიოტ სმითი 2003 წელს, 33 წლის ასაკში მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. გამოძიებაზე დაყრდნობით ელიოტ სმითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა გვამის გაკვეთის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ იგი მოკლეს.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.