ეთნოლოგია

From Wikipedia, the free encyclopedia

ეთნოლოგია

ეთნოლოგია (ბერძ. ἔθνος, ეთნოსი — ხალხი + ლოგოს — სწავლება, მეცნიერება) — ანთროპოლოგიის განშტოება აანალიზებს და ადარებს კაცობრიობის ეთნიკური, რასობრივი და/ან ეროვნული თავისებურების წარმოშობას, გავრცელებას, ტექნოლოგიებს, ისევე როგორც, მათ რელიგიებს, ენებს და სოციალურ სტრუქტურას.

Thumb
ადოლესენტ მუხიმბა

ეთნოლოგიური დისციპლინის მიზანია საველე მონაცემების საფუძველზე ხალხთა კულტურული და სოციალური განსხვავებულობის შესწავლა. ეთნოლოგიას მჭიდრო კავშირები აქვს სხვა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებთან (ისტორია, არქეოლოგია, ენათმეცნიერება, ფოლკლორისტიკა, გეოგრაფია, დემოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკოლოგია და სხვა) და რიგ შემთხვევებში მხოლოდ ეთნოლოგიური ცოდნის გათვალისწინებით ხერხდება ზოგიერთი საკითხის ახსნა და შესწავლა (მაგ. ეთნოსის ფსიქოლოგიის — ეროვნული ხასიათის, შესწავლა წარმოუდგენელია ეთნოლოგიური მონაცემების გამოყენების გარეშე).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.