From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის უნივერსიტეტი — კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში. უნივერსიტეტი 2011 წელს ლაშა კანდელაკიშვილმა დააარსა. 2022 წლისთვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 3 ფაკულტეტი: სამართალი, ბიზნესი, განათლება და ტექნოლოგიები, მედიცინა და სავეტერინარო მედიცინა. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია ნინო ტალიაშვილი.
შპს ევროპის უნივერსიტეტი[1] | |
---|---|
დევიზი | განათლება ქმნის მომავალს |
დაფუძნდა | 21 იანვარი, 2011 |
დამფუძნებელი (-ები) | ლაშა კანდელაკიშვილი |
ტიპი | კერძო |
რექტორი | ნინო ტალიაშვილი |
პრორექტორები |
თამარ ზარგინავა სოფიო ხუნდაძე |
პრეზიდენტი | ლაშა კანდელაკიშვილი |
მისამართი |
დ. გურამიშვილის გამზ. №76 დ. სარაჯიშვილის ქ. №17[1] |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | (+995 32) 2 000 171 |
კამპუსი | ირინა ენუქიძის №5 |
მეტსახელი | EU |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია |
https://eu.edu.ge/, https://eu.edu.ge/ge და https://eu.edu.ge/en |
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის №1 გადაწყვეტილებით დაწესებულებამ 5 წლის ვადით სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი მოიპოვა. 2012 წლისათვის უნივერსიტეტი 3 საგანმანათლებლო პროგრამას: საექთნო საქმის საბაკალავრო, ფარმაციის საბაკალავრო და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებდა. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა 246 სტუდენტით იყო განსაზღვრული.
2013 წლის ბოლოს უნივერსიტეტმა ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია მოიპოვა, ხოლო 2014–2017 წლებში — სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უცხოელი სტუდენტების ყველაზე დიდი წილი მოდის. 2022 წლიდან უნივერსიტეტში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2021 წლის 16 ივნისის №583093 გადაწყვეტილებით, ევროპის უნივერსიტეტმა 6 წლის ვადით, 2027 წლამდე, მიიღო ავტორიზაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 13 დეკემბრის №30 გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა 1500 სტუდენტით განისაზღვრა, 2019 წლის 26 ივლისის №28 გადაწყვეტილებით ― 3000 სტუდენტით, ხოლო 2021 წლის 16 ივნისს − 3500 სტუდენტით.
2019 წელს უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ ევროპის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების 7 წლიანი გეგმა დაამტკიცა.[2]
2021 წლის 29 ოქტომბრიდან ევროპის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.[3]
3 ფაკულტეტის ფარგლებში უნივერსიტეტი 16 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, რაც მოიცავს უმაღლესი განათლების ორი საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი) და მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებს.
ევროპის უნივერსიტეტი ორ სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელს ფლობს. უნივერსიტეტს აქვს რექტორის მიერ დამტკიცებული ლოგო, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი.[1]
2022 წელს ევროპის უნივერსიტეტმა ჯო ენის სამედიცინო ცენტრი შეიძინა. ცენტრს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა. ჰოსპიტალს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა უხელმძღვანელებს.[4][5][6][7]
უნივერსიტეტში 3 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, რომელთა ფარგლებშიც საგანმანათლებლო პროგრამები ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე ხორციელდება.
ევროპის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული სამართლის, განათლების, ბიზნესისას და ტექნოლოგიების ფაკულტეტია, რომელიც ყოველწლიურად საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს მასპინძლობს. ფაკულტეტის დეკანია იოსებ კელენჯერიძე.
სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე 10 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება:
საბაკალავრო პროგრამები:
სამაგისტრო პროგრამები:
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამები:
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა
მედიცინის ფაკულტეტი[8] 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მედიცინის ფაკულტეტის დეკანია ნათია ჯოჯუა.
ფაკულტეტს თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს 70-მდე კლინიკასა და სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტებთან აქვს გაფორმებული. 2020 წლიდან გამოიცემა სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი „Biomedical and Core Clinical Research Practice“. ფაკულტეტს აქვს სიმულაციის ცენტრი, ხოლო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე მედიცინის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დარგის წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
მედიცინის ფაკულტეტზე 5 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება:
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები:
საბაკალავრო პროგრამა:
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი[9] 2019 წელს შეიქმნა. სტუდენტების პირველი ნაკადი ფაკულტეტმა 2022 წელს მიიღო. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანია ვაჟა ქვაჭრელიშვილი. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე ხორციელდება ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა.
დაფუძნებიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უნივერსიტეტის რექტორი ლაშა კანდელაკიშვილი იყო. 2019 წლიდან უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილია. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორის მოვალეობას თამარ ზარგინავა ასრულებს, ხოლო ხარისხის განვითარების მიმართულებით ― სოფიო ხუნდაძე.
უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოა ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო, რომელსაც რექტორი თავმჯდომარეობს.[10]
ევროპის უნივერსიტეტში 4 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს, რომელთა ფარგლებშიც საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალები გამოიცემა.
2015 წელს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან სამართლის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალია „საქართველო და მსოფლიო“, რომელშიც სამართლის თემატიკის სამეცნიერო სტატიები იბეჭდება. ჟურნალში სტატიები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე ქვეყნდება ინგლისური რეზიუმეს სავალდებულო თანხლებით.[11]
სამართლის ინსტიტუტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები“ (2015) [12], „სისხლის სამართლის მეცნიერების თანამედროვე ტენდენციები“ (2016)[12], „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ (2018,[13] 2019[14]) და „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.[15]
გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი 2016 წელს დაარსდა. ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად გამოსცემს ორენოვან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიზნესის, ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინოვაციური და ტექნიკური პროცესების აქტუალურ საკითხებს.[16] ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა შემდეგ კონფერენციებს: „ევროპული ინტეგრაცია და საქართველო“[17](2016), „ცოდნის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში“[18] (2017), „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ (2018,[19] 2020), „ეკონომიკური პოლიტიკა: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების თანამედროვე გამოწვევები“ (2019), „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ (2020).
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი 2020 წელს დაარსდა „ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე, რომელსაც პროფესორი ზაზა ავალიანი ხელმძღვანელობს. კვლევით ინსტიტუში 1 უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და 3 მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალს „Biomedical and Core Clinical Research Practice“.
აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად გამოსცემს სამეცნიერო-კვლევით ჟურნალს „არქეოლოგია“.
უნივერსიტეტში შექმნილია ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც რექტორის წინაშეა პასუხისმგებელი და მიზნად ისახავს სამუზეუმო ექსპონატების მოძიებას. შეძენას, დაცვასა და შენახვას, რესტავრაციას, კონსერვაციას, გამოფენასა და პოპულარიზაციას.[1] უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია ბიბლიოთეკა, რომლის ფონდის კატალოგი ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში, Openbiblio, არის ასახული. ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელია ალექსანდრე ნონეშვილი.
2022 წელს ევროპის უნივერსიტეტი Times Higher Education Impact Rankings-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა. ევროპის უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და საერთო რეიტინგში 1001+ ადგილს იკავებს.[20]
ევროპის უნივერსიტეტი 23 სახელმწიფოს 50 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
ქვეყანა | უნივერსიტეტი | ქვეყანა | უნივერსიტეტი |
---|---|---|---|
უკრაინა |
|
პოლონეთი |
|
ლატვია | ბულგარეთი | ||
რუმინეთი | იტალია | ||
ჩინეთი |
|
ლიეტუვა |
|
პორტუგალია |
|
ჩეხეთი | |
ესპანეთი | აშშ | ||
საფრანგეთი | ავსტრია |
| |
ხორვატია |
|
ისრაელი | |
სამხრეთი კორეა | ინდონეზია |
| |
თურქეთი | ბელარუსი | ||
ყაზახეთი | ყირგიზეთი |
ევროპის უნივერსიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორისაა:
2020 წელს ევროპის უნივერსიტეტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული გახდა. დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ჟან მონეს პროექტი „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში“ და მოდული „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დმეოკრატიზაციის ინსტრუმენტი“.
ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2016 წელს ჩამოყალიბდა. სტუდენტების ინიციატივით, 2015 წელს ქორეოგრაფიული ანსამბლი შეიქმნა. 2018 წელს ჩამოყალიბდა ფრენბურთის გოგონათა გუნდი, ხოლო 2019 წელს კალათბურთის გოგონათა გუნდი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.