იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ევანჯელისტა ტორიჩელი (იტალ. Evangelista Torricelli; დ. 15 ოქტომბერი, 1608, ფაენცა — გ. 25 ოქტომბერი, 1647, ფლორენცია) — იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მათემატიკური განათლება მიიღო რომში გ. გალილეის მოწაფის ბ. კასტელის ხელმძღვანელობით. 1641 გადავიდა არჩეტრიში, სადაც გალილეის ეხმარებოდა შრომების დამუშავებაში. 1642-იდან, გალილეის სიკვდილის შემდეგ, იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგის კარის მათემატიკოსი, ამავე დროს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველაზე მეტად ცნობილია ტორიჩელის შრომები, რომლებიც ეხება პნევმატიკისა და მექანიკის საკითხებს. 1644 განავითარა ატმოსფერული წნევის თეორია, დაამტკიცა ე. წ. ტორიჩელის სიცარიელის მიღების შესაძლებლობა და გამოიგონა ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი. საფუძველი ჩაუყარა ჰიდრავლიკას, გამოიყვანა ჭურჭლიდან იდეალური სითხის გამოდინების სიჩქარის ფორმულა (ტორიჩელის ფორმულა).
ევანჯელისტა ტორიჩელი | |
---|---|
იტალ. Evangelista Torricelli | |
დაბ. თარიღი | 15 ოქტომბერი, 1608[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | რომი, პაპის ოლქი[7] [8] |
გარდ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1647[1] [2] [3] [4] [5] (39 წლის) |
გარდ. ადგილი | ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო[9] [1] [7] [2] [10] [11] |
დასაფლავებულია | სან-ლორენცოს ბაზილიკა[12] |
მოქალაქეობა | ტოსკანის დიდი საჰერცოგო |
საქმიანობა | მათემატიკოსი[1] [13] , ფიზიკოსი[1] [13] და გამომგონებელი |
მუშაობის ადგილი | გალილეო გალილეი, ფერდინანდო II მედიჩი, Benedetto Castelli[2] და Giovanni Ciampoli[2] |
ალმა-მატერი | საპიენცის უნივერსიტეტი[2] და სავარ. Roman College[2] |
გავლენა მოახდინეს | |
შრომები აქვს აგრეთვე მათემატიკაში, ბალისტიკაში და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.