ეგვიპტური კალია (ლათ. Anacridium aegyptium) — პოლიფაგური მწერი სწორფრთიანების რიგისა (ნამდვილი კალიების ოჯახისა). სხეულის სიგრძე 30-70 მმ აღწევს. ფრთების შლილი 140 მმ. გავრცელებულია დასავლეთი ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიაში, ირანში, ავღანეთში, სამხრეთ ყაზახეთში, შუა აზიაში, ევროპული ნაწილის სამხრეთში, ყირიმში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში.
ეგვიპტური კალია | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Anacridium aegyptium | |||||||||||||||||
|
საქართველოში, ისე როგორც მთელი არეალის ფარგლებში, ეგვიპტური კალია ბინადრობს ბუჩქნარით დაფარულ ბიოტოპებში. ერიდება ტყიან ადგილებს. იზამთრებს ზრდასრული ფორმა და ბოლო ასაკის ნიმფები. საქართველოში გავრცელებულ კალიებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა (დედლის სიგრძე 6.5 სმ, მამლისა — 4-5 სმ), ძირითადად რუხი ან მორუხო-მურაა, უკანა წვივები მოცისფრო ან მორუხო-იისფერი აქვს.
აზიანებს მრავალ კულტურულ, ტექნიკურ მცენარეს, ციტრუსებს, ბოსტნეულ, ხეხილოვან, დეკორატიულ კულტურებსა და ტყის ჯიშებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.