დრავიდული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
დრავიდული ენები — ენათა ოჯახი, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ინდოეთის სამხრეთ ნაწილში. სულ მოიცავს 30-ზე მეტ ენას და იყოფა სამ, სამხრეთულ, ცენტრალურ და ჩრდილოურ ჯგუფებად. დღესდღეობით, დრავიდულ ენებზე მოსაუბრეთა რიცხვი 220 მილიონს აღწევს. დრავიდულ ენებზე საუბრობენ დრავიდები.
Remove ads
Remove ads
ენები
გამოარჩევენ 4 ძირითად დრავიდულ ენას. ესენია:
- ტელუგუ — 85 000 000 მოსაუბრე
- ტამილი — 70 000 000 მოსაუბრე
- კანადა — 49 000 000 მოსაუბრე
- მალაიალამი — 38 000,000 მოსაუბრე
აღნიშნული ენები ინდოეთში ტამილნადუს, კერალას, მაისური და ანდჰრა-პრადეშის შტატების ოფიციალური ენებია. ოთხივე მათგანს გააჩნია გარკვეული ლიტერატურული ტრადიციები, თუმცა მათგან მხოლოდ ტელუგუს ენას აქვს დამწერლობა, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნეში.
Remove ads
გრამატიკა
ფონოლოგიაში გაირჩევა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, უხვადაა რეტროფლექსიური თანხმოვნები, არ აღინიშნება ფონემატური მახვილი, სიტყვას თავსა და ბოლოში მოუდის ხმოვნები, იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი თანხმოვანიც. მორფოლოგიაში სჭარბობს სუფიქსური აგლუტინაცია. მკვიდრი დრავიდული სიტყვების ძირი ერთმარცვლიანია. სახელებში განარჩევენ 2 რიცხვსა და ბრუნვებს. სქესის კატეგორია ლექსიკურ-გრამატიკული ხასიათისაა, განირჩევა თითქმის ყველა დრავიდულ ენაში. ნაცვალსახელი მრავლობითი რიცხვის პირველ პირში განასხვავებს ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმებს. ზედსართავი სახელი ფორმაუცვლელია. ზმნას აქვს ცალკე ფორმები პოზიტივისა და ნეგატივისათვის, ასევე ნატვრითი, პირობითი და პოტენციალისის კილოთა მწკრივები. ზმნის გვარი არ განირჩევა. ნაზმნარ სახელთა და მიმღეობათა მდიდარ ფორმებს, სქესის, რიცხვისა და ბრუნვის გარდა აქვთ პირის კატეგორია.
Remove ads
ნათესაობა სხვა ენებთან
დრავიდულ ენებში სინტაქსი ტოპოლოგიურად თურქული და მონღოლური ენების მსგავსია. ამავდროულად ზოგიერთი მეცნიერი (რ. კოლდუელი, ჰ. ფენრიხი) შესაძლებლად თვლის დრავიდული ენების იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახთან უძველეს ნათესაობას.
ლიტერატურა
- Caldwell R., A comprative grammar of the Dravidian or South-Indian family of languages, 3ed., L., 1913
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 631.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads