From Wikipedia, the free encyclopedia
დოფინი (ფრანგ. Dauphin) — არისტოკრატიული წოდება საფრანგეთში, რომელიც მოქმედებდა 1350-1791 და 1824-1830 წლებში. სიტყვა დოფინი მომდინარეობს საფრანგეთის რეგიონ დოფინედან, რომელიც სამართავად ენიჭებოდათ დოფინებს. წოდება ენიჭებოდა სამეფო დინასტიის უფროს ვაჟს და ამით იგი ხდებოდა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე.
1350 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუამ იყიდა დოფინეს მხარე, იმ პირობით, რომ ყველა საფრანგეთის მემკვიდრეს უნდა ჰქონოდა დოფინის ტიტული. დოფინის მეუღლეს ეწოდებოდა დოფინე.
საფრანგეთის პირველი დოფინი იყო პრინცი შარლ ვალუა, მოგვიანებით შარლ V. სხვა ქვეყნებში დოფინის ტიტულის ანალოგიურებია უელსის პრინცი (ინგლისში), ასტურიის პრინცი (იგივე ინფანტი, ესპანეთსა და პორტუგალიაში), როთერსეის ჰერცოგი (შოტლანდიაში) და ა.შ. 1461 წლიდან გაჩნდა არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ვიენისა და ოვერნის დოფინის ტიტული. საფრანგეთის დოფინის გერბზე გამოსახული იყო სამი ფრანგული ჯვარი და ლურჯი დელფინი, რაც დოფინეს მხარის სიმბოლოა. თუმცა ფრანსუა I ვაჟი, ფრანსუა დე ვალუას გერბზე, რომელიც დოფინთან ერთად ბრეტანის ჰერცოგიც იყო, ჩვეულებრივი დოფინის გერბთან ერთად გამოსახული იყო ბრეტანის საჰერცოგოს გერბიც. ასევე ფრანსუა II-ის გერბზე, გამოსახული იყო შოტლანდიის გერბიც, ვინაიდან იგი დაქორწინებული იყო შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტზე.
თავდაპირველად მართალია დოფინეს რეგიონის მართვაზე პასუხისმგებელი პირი დოფინი იყო, მაგრამ ის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. იურიდიულად საღვთო რომის იმპერატორები საფრანგეთის უფლებას აღიარებდნენ დოფინზე, თუმცა ოფიციალურად კვლავ მათ შემადგენლობაში იყო. ამასთან დოფინები ძირითადად იყვნენ მცირეწლოვანები, რის გამოც ამ მხარეში XV-XVI საუკუნეებში საშინელი ანარქია სუფევდა.
1791 წელს, მას შემდეგ რაც საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და მონარქიული წყობა დაემხო, დოფინის წოდებაც გაუქმდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ლუი XVIII-მ ტახტი დაიბრუნა, ტიტული აღდგა და დოფინი მისი ძმა შარლ დე ბურბონი გახდა. მოგვიანებით შარლი მეფე გახდა, და დოფინი მისი ვაჟი ლუი-ანტონი გახდა.
ბურბონების დაცემის შემდეგ დოფინის ტიტული გააუქმა მეფე ლუი-ფილიპ I-მა და მის ნაცვლად შექმნა სამეფო პრინცის წოდება.
პორტრეტი | სახელი | მამა | დაიბადა | მმართ. დასაწყისი | მმართ. დასასრული | გარდაიცვალა | სხვა წოდებები | სამეფო სახელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
შარლ დე | ჟან II | 21 იანვარი
1338 |
22 აგვისტო 1350 | 8 აპრილი 1364 | 16 სექტემბერი 1380 | ნორმანდიის
ჰერცოგი |
შარლ V ვალუა | |
შარლ დე | შარლ V | 3 დეკემბერი
1368 |
16 სექტემბერი
1380 |
21 ოქტომბერი 1422 | შარლ VI ვალუა | |||
შარლ დე
ვალუა |
შარლ VI | 26 სექტემბერი 1386 | 28 დეკემბერი 1386 | |||||
შარლ დე
ვალუა |
6 თებერვალი 1392 | 13 იანვარი 1401 | გაიენის
ჰერცოგი |
|||||
ლუი დე | 22 იანვარი
1397 |
13 იანვარი 1401 | 18 დეკემბერი 1415 | გაიენის
ჰერცოგი |
||||
ჟან დე | 31 აგვისტო
1398 |
18 დეკემბერი
1415 |
5 აპრილი 1517 | ტურის
ჰერცოგი |
||||
შარლ დე | 22 თებერვალი
1403 |
5 აპრილი 1517 | 21 ოქტომბერი 1422 | 22 ივლისი 1461 | პონტიოს
ჰერცოგი |
შარლ VII ვალუა | ||
ლუი დე | შარლ VII | 3 ივლისი 1423 | 22 ივლისი 1461 | 30 აგვისტო 1483 | ლუი XI ვალუა | |||
ფრანსუა დე
ვალუა |
ლუი XI | 4 დეკემბერი 1466 | ||||||
შარლ დე | 30 ივნისი 1470 | 30 აგვისტო 1483 | 7 აპრილი 1498 | შარლ VIII ვალუა | ||||
შარლ
ორლანდო დე ვალუა |
შარლ VIII | 11 ოქტომბერი 1492 | 16 დეკემბერი 1495 | |||||
შარლ დე
ვალუა |
8 სექტემბერი 1496 | 2 ოქტომბერი 1496 | ||||||
ფრანსუა დე
ვალუა |
ივლისი 1497 | |||||||
ფრანსუა დე | ფრანსუა I | 28 თებერვალი 1518 | 10 აგვისტო 1536 | ბრეტანის
ჰერცოგი |
||||
ანრი დე | 31 მარტი
1519 |
10 აგვისტო 1536 | 31 მარტი 1547 | 10 ივლისი 1559 | ბრეტანისა და
ორლეანის ჰერცოგი |
ანრი II ვალუა | ||
ფრანსუა დე | ანრი II | 19 იანვარი
1544 |
31 მარტი 1547 | 10 ივლისი 1559 | 5 დეკემბერი 1560 | შოტლანდიის
მეფე |
ფრანსუა II ვალუა | |
ლუი დე | ანრი IV | 27 სექტემბერი 1601 | 14 მაისი 1610 | 14 მაისი 1643 | ნავარის მეფე | ლუი XIII ბურბონი | ||
ლუი დე | ლუი XIII | 5 სექტემბერი 1638 | 14 მაისი 1643 | 1 სექტემბერი 1715 | ლუი XIV ბურბონი | |||
ლუი დე | ლუი XIV | 1 ნოემბერი 1661 | 14 აპრილი 1711 | |||||
ლუი დე | 16 აგვისტო
1682 |
14 აპრილი 1711 | 18 თებერვალი 1712 | ბურგუნდიის
ჰერცოგი |
||||
ლუი დე
ბურბონი |
8 იანვარი 1707 | 18 თებერვალი
1712 |
8 მარტი 1712 | ბრეტანის
ჰერცოგი |
||||
ლუი დე | 15 თებერვალი
1710 |
8 მარტი 1712 | 1 სექტემბერი 1715 | 10 მაისი 1774 | ანჟუს ჰერცოგი | ლუი XV ბურბონი | ||
ლუი დე | ლუი XV | 4 სექტემბერი 1729 | 20 დეკემბერი 1765 | |||||
ლუი | 23 სექტემბერი
1754 |
20 დეკემბერი
1765 |
10 მაისი 1774 | 21 იანვარი 1791 | ბერის ჰერცოგი | ლუი XVI ბურბონი | ||
ლუი
ჟოზეფ დე ბურბონი |
ლუი XVI | 22 ოქტომბერი 1781 | 4 ივნისი 1789 | |||||
ლუი | 27 მარტი 1785 | 4 ივნისი 1789 | 1 ოქტომბერი 1791 | 8 ივნისი 1795 | ნორმანდიის
ჰერცოგი |
ლუი XVII ბურბონი | ||
ლუი | შარლ X | 6 აგვისტო
1775 |
16 სექტემბერი
1824 |
2 აგვისტო 1830 | 3 ივნისი 1844 | ანჟულემის
ჰერცოგი |
ლუი XIX ბურბონი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.