From Wikipedia, the free encyclopedia
დონალდ ჰიუ ჰენლი (დ. 22 ივლისი, 1947) — ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფ Eagles-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი დრამერი და ერთ-ერთი წამყვანი ვოკალისტი, ისევე, როგორც ჯგუფის ისტორიის განმავლობაში მუდმივი წევრი. მან შეასრულა წამყვანი ვოკალები Eagles-ის სიმღერებში „Witchy Woman“, „Desperado“, „Best of My Love“, „One of These Nights“, „Hotel California“, „Life in the Fast Lane“, „Victim of Love“, „The Last Resort“, „The Long Run“ და „Get Over It“.
ჯგუფის 1980 წელს დაშლის შემდეგ ჰენლიმ სოლო-კარიერა დაიწყო და 1982 წელს გამოსცა სადებიუტო სტუდიურ ალბომი I Can't Stand Still, რასაც მოჰყვა ხუთი სტუდიური ალბომი, ორი კომპილაცია და საკონცერტო DVD. ჰენლის სოლო-ჰიტებს შორის აღსანიშნავია სიმღერები „Dirty Laundry“, „The Boys of Summer“, „All She Wants to Do Is Dance“, „Sunset Grill“, „Not Enough Love in the World“, „The End of the Innocence“, „The Last Worthless Evening“ და „The Heart of the Matter“.
ჰენლის Eagles-თან ჩაწერილი ალბომების გაყიდულმა რაოდენობამ გადააჭარბა 150 მილიონს. ჯგუფს მიღებული აქვს ექვსი გრემის ჯილდო, სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს ჩარტში შემდგომში წარმატებული ხუთი #1 სინგლი, 17 სინგლი საუკეთესო 40-ეულში და ექვსი #1 ალბომი. ჯგუფი 1998 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. იგი მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ჯგუფია. როგორც სოლო-შესრულებელმა, ჰენლიმ გაყიდა 10 მილიონზე მეტი ალბომი, ჰქონდა საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი რვა სინგლი, მიიღო ორი გრემის და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. 2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა იგი შეიყვანა ყველა დროის უდიდესი მომღერლების სიის #87 ადგილზე.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.