ქართული გამომცემლობა From Wikipedia, the free encyclopedia
დიოგენე — ქართული გამომცემლობა. დაარსდა 1995 წლის 24 ოქტომბერს თამარ ლებანიძის, ოთარ ყარალაშვილის, გია ქარჩხაძისა და ბაკურ სულაკაურის მიერ.[1]
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
დიოგენე | |
---|---|
ლოგო | |
სტატუსი | აქტიური |
დაარსდა | 24 ოქტომბერი, 1995 |
დამაარსებელი | თამარ ლებანიძე, ოთარ ყარალაშვილი, გია ქარჩხაძე, ბაკურ სულაკაური |
ქვეყანა | საქართველო |
ოფიციალური საიტი | https://diogene.ge/ka |
არსებობის 28 წლის განმავლობაში „დიოგენემ“ გამოსცა ათასობით წიგნი, ჩაატარა მრავალი ლიტერატურული კონკურსი, აღმოაჩინა საინტერესო ქართველი და უცხოელი ავტორები და მთარგმნელები. გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასკოლო სახელმძღვანელოებია და წლების მანძილზე ამ მიმართულებით ასობით წიგნი აქვს შექმნილი, რომელთა უმეტესობას საქართველოს განათლების სამინისტროს გრიფი აქვს მინიჭებული.
ყველაზე მეტი წიგნი გამომცემლობას მხატვრული ლიტერატურის ჟანრში აქვს გამოცემული. აქ იგულისხმება როგორც ქართული პროზა და პოეზია, ასევე თარგმანები სხვადასხვა ენებიდან. „დიოგენეს“ წიგნებს სხვადასხვა წლებში არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მოპოვებული. არამხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა „დიოგენესთვის“ ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წლების მანძილზე გამოიცა როგორც ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ნაშრომები, ისე ეკონომიკის, ბიზნესისა, პიარისა და მენეჯმენტის დარგების სახელმძღვანელოები. საბავშვო წიგნებიდან აღსანიშნავია ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდასა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონის“ პირველი გადამუშავებული, ორიგინალთან შედარებული გამოცემები. გარდა საბავშვო მხატვრული ნაწარმოებებისა, „დიოგენემ“ გამოსცა რამდენიმე ენციკლოპედია და ატლასიც.
2011 წლის მაისში გამომცემლობამ საკუთარი წიგნის მაღაზია გახსნა. მაღაზიაში ქართულ და უცხოურ წიგნებთან ერთად, მკითხველს საშუალება ჰქონდა შეეძინა ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები. აქ ყოველკვირეულად იმართებოდა პრეზენტაციები, ფილმების ჩვენებები და სხვა ღონისძიებები. მაღაზიამ თავისი არსებობის მანძილზე 100-ზე მეტ ღონისძიებას უმასპინძლა.
„დიოგენეს“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი“, რომელმიც 2002 წელს ჩამოყალიბდა. მისი არსი ისაა, რომ მონაწილეებმა გარესამყაროსგან იზოლირებულად, შეზღუდული დროის განმავლობაში უნდა დაწერონ მხატვრული პროზის ნიმუში ჟიურის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად.[2] კონკურსი ბოლოს 2020 წელს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
გამომცემლობა „დიოგენემ“ და „ვიკიმედია საქართველომ“ ვიკიპედიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი კონკურსი გამართეს. გამომცემლობამ ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად გამოაცხადა კონკურსი ქართული ლიტერატურის თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო შეექმნა სტატიები ლიტერატურული ნაწარმოებების, მიმდინარეობების, ავტორებისა და ყველაფერზე იმის შესახებ, რაც ქართულ ლიტერატურას უკავშირდება. კონკურსი 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე გაგრძელდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ რამდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდნენ გამომცემლობის მიერ დაწესებული პრიზებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.