From Wikipedia, the free encyclopedia
ხათუნა ცხადაძე (დ. 3 მაისი, 1973, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი.
ხათუნა ცხადაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1973 (51 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მთარგმნელი, მწერალი და ლექტორი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | გალა და პრემია „საბა“ |
გავლენა მოახდინეს |
ხათუნა ცხადაძე დაიბადა თბილისში 1973 წლის 3 მაისს.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით.
1997 წელს ჟურნალ „ცისკრში“ დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ტონინო გუერას მინიატურები, იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები[1]. ამას მოჰყვა ალესანდრო ბარიკოს „ნოვეჩენტო: მონოლოგი“ და სხვა მოთხრობები.
„ვარდის სახელზე“ მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ხუთი წელიწადს თარგმნიდა. შემდეგ მთარგმნელმა გააგრძელა უმბერტო ეკოს წიგნების თარგმნა.
პოეტმა და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ ასე შეაფასა უმბერტო ეკოს რომანების ხათუნა ცხადაძისეული თარგმანები:
„ერთმა მეგობარმა გონებამახვილურად შენიშნა: „სამწუხაროა, რომ ეკომ ქართული არ იცის და ხათუნა ცხადაძის თარგმანების წაკითხვის სიამოვნება არ გააჩნიაო“. ბატონი უმბერტოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ, ვინც იტალიური არ ვიცით, თუმცა მშობლიურ ენაზე წაკითხულის შეფასება და იქიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია, წარმოუდგენელია, არ აღგვაფრთოვანებდეს ხათუნა ცხადაძის კონგენიალურ თარგანებში აღმოჩენილი და დანახული ეს დიდებული მწერალი..[3]“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.