არქიტექტურული ძეგლი From Wikipedia, the free encyclopedia
დიდველის ციხე, დიდველის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კაიშაურნის ველზე, მდინარე ხადისა და არაგვის ხეობებს შორის, დიდველის პლატოზე, დიდველის ნასახლარზე. განეკუთვნება Xlll-XlV საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (6,7 x 4,5 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ l სართული. შესასვლელი გაჭრილია ხევისკენ (აღმოსავლეთით) მიმართულ სწორ კედელში. თაღოვანი შესასვლელი გვირაბის მსგავსია, სხვა ზურგიანი კოშკებისგან განსხვავებით, ამ კოშკს ძალიან სქელი კედლები აქვს. მისი საერთო ფართობია 30 კვადრატული მეტრი, ხოლო შიგნით სათავსის ფართობი 3 კვადრატულ მეტრზე ოდნავ მეტია. სართულშუა გადახურვა კოჭოვანი ყოფილა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.