სოფელი აფხაზეთში, საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
დემერჩენცი[2][3] (აფხ. Хышәҳарыԥшь[4] [ხჷშჿჰარჷფშჲ]; ყოფილი ფსოუსხევი, ყოფილი დემერჩენცი — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ფსოუს მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 40 კმ.
სოფელი | |
---|---|
დემერჩენცი აფხ. Хышәҳарыԥшь | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | მიქელრიფში |
კოორდინატები | 43°30′19″ ჩ. გ. 40°05′43″ ა. გ. |
მოსახლეობა | 326[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სოფელს XIX საუკუნეში ერქვა ხუშკარიფშ. 1864 წელს აქედან ჯიქების ოსმალეთში გადასახლების შემდეგ, XX ს. დასაწყისში, სომხების სოფელი დემერჩენც შეიქმნა. 1930 წ. მიქელრიფშის თემში შედიოდა სოფელი დემერჩე-კიუხი-ს სახელით. 1948 წ. ქართული სახელი ფსოუსხევი ეწოდა. 1955 წ. დაუბრუნდა სახელი დემერჩენც. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ხიშვჰა (Хышəҳа).
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 326 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 326 | -- | -- |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.