დეივიდ ჰეიმენი

From Wikipedia, the free encyclopedia

დეივიდ ჰეიმენი

დეივიდ ჯონათან ჰეიმენი (ინგლ. David Jonathan Heyman; დ. 26 ივლისი, 1961, ლონდონი) — ინგლისელი კინოპროდიუსერი, Heyday Films-ის დამაარსებელი.

სწრაფი ფაქტები დეივიდ ჰეიმენი, დაბადების სახელი ...
დეივიდ ჰეიმენი
Thumb
ჰეიმენი 2009 წელს
დაბადების სახელი დეივიდ ჯონათან ჰეიმენი
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1961 (1961-07-26) (63 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
საქმიანობა კინოპროდიუსერი
მშობლები მამა: ჯონ ჰეიმენი
დედა: ნორმა ჰეიმენი
დახურვა

დაიბადა 1961 წლის 26 ივლისს, ლონდონში. დეივიდის მამა, ჯონ ჰეიმენი იყო პროდისერი, ხოლო დედა, ნორმა ჰეიმენი - მსახიობი და ფილმების „სახიფათო კავშირები“ და „მისის ჰენდერსონი წარმოგიდგენთ“ პროდიუსერი.[1][2][3] 1983 წელს დეივიდმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. სამი წლის შემდეგ დაიწყო მუშაობა რეჟისორ დეივიდ ლინის ასისტენტად. იმავე წელს გახდა Warner Bros.-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1980-იანების მიწურულს დაიკავა United Artists-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

1999 წელს მოიპოვა საავტორო უფლებები „ჰარი პოტერის“ ფილმების სერიის შექმნაზე. მან მონაწილეობა მიიღო რვავე ფილმის წარმოებაში და იქცა გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ჰეიმენის ფილმოგრაფია მოიცავს ისეთ განთქმულ პროექტებს როგორებიცაა: „ჰარი პოტერის“ სერია, „მე ვარ ლეგენდა“, „ყოველთვის თქვი დიახ“, „გრავიტაცია“, „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ და სხვები. 2013 წელს ნომინირებული იქნა ოსკარზე და გადაეცა BAFTA-ს ჯილდო.

ჰეიმენი ცხოვრობს ლონდონში. დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.