From Wikipedia, the free encyclopedia
დევიდ მარშალ ლენგი (ინგლ. David Marshall Lang) (დ. 1924 — გ. 1991) — ინგლისელი პროფესორი, ისტორიკოსი, ქართული, სომხური, ბულგარული ისტორიის სპეციალისტი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი.
დაიბადა 1924 წლის 6 მაისს. დაამთავრა კემბრიჯის წმ.იოანეს სახ. კოლეჯი. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ოფიცერი. იბრძოდა ირანში. 1944 წელს თავრიზში დაინიშნა ვიცე–კონსულის მოვალეობის შემსრულებლად.
1949 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას ლონდონის უნივერსიტეტის აზიური და აფრიკული კვლევების ფაკულტეტზე. ლექციებს კითხულობდა ასევე კოლუმბიისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. 1962-1964 წწ. იყო ლონდონის სამეფო-აზიური საზოგადოების საპატიო მდივანი. 1960-1970 წწ. 3-ჯერ იმოგზაურა სსრკ-ში, ძირითადად სომხეთის სსრ-ში.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების კათედრას. დაინტერესებული იყო ქართული ბონისტიკით.
გარდაიცვალა 1991 წლის 20 მარტს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.