სოფელი აფხაზეთში, საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
გრუზინსკოე-უშჩელიე[1] (აფხ. Аҳәыҳәшәара[2] [აჰჿჷჰჿშჿარა], ყოფილი საქართველოს ხეობა, ქართველთა ხეობა[3]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (კოლხიდის თემი), აფხაზეთის მთისწინეთზე, მდინარე ოლგინსკის ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, გაგრიდან 7 კმ.
სოფელი | |
---|---|
გრუზინსკოე-უშჩელიე აფხ. Аҳәыҳәшәара | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოლხიდა |
კოორდინატები | 43°17′26″ ჩ. გ. 40°16′37″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 60 მეტრი |
მოსახლეობა | 518 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ვ. კვარჭიას ცნობით, XIX ს. აქ იყო სოფელი ახუხშარა. XX საუკუნის 30-იან წლებში ეწოდა გრუზინსკოე-უშჩელიე, ხოლო 40-იან წლებში — საქართველოს ხეობა. 1955 წელს დაუბრუნდა სახელი გრუზინსკოე-უშჩელიე. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ახიხშარა (Ахыхшара) დაარქვეს.
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 518 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 518 | -- | -- |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.