Remove ads
ამერიკელი გეოლოგი და გეომორფოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
გროვ კარლ ჯილბერტი (ინგლ. Grove Karl Gilbert; დ. 6 მაისი 1843, როჩესტერი — გ. 1 მაისი 1918, ჯექსონი, მიჩიგანის შტატი) — ამერიკელი გეოლოგი და გეომორფოლოგი. 1862 წელს დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი. მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული წევრი ვაშინგტონში (1883 წლიდან). 1893 და 1909 წლებში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.
გროვ კარლ ჯილბერტი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 მაისი, 1843[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | როჩესტერი |
გარდ. თარიღი | 1 მაისი, 1918[1] [2] [3] [4] [5] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | ჯექსონი |
დასაფლავებულია | Glenwood Cemetery[6] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოლოგი[7] , ასტრონომი და ფოტოგრაფი[8] |
მუშაობის ადგილი | აშშ-ის გეოლოგიური სამსახური |
ალმა-მატერი | როჩესტერის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[9] და უოლასტონის მედალი[10] |
ხელმოწერა | |
ჯილბერტმა დაადგინა კორდილიერების სიღრმული აგებულება. პირველმა გამოყო ინტრუზიის განსაკუთრებული ფორმა და მისთვის შეიტანა სპეციალური სახელწოდება ლაკოლითი. გამოიკვლია მდინარეული პროცესები, მ.შ. მდინარეების მიერ ნატეხი მასალების გადატანა. შეისწავლა ასევე რელიეფის წარმომქმნელი ფორმები, მათი მოძრაობა და წყლისა და ქარის დამანგრეველი ზემოქმედება.
რეგიონული ტექტონიკური კვლევების განზოგადების საფუძველზე ჯილბერტმა განარჩია დედამიწის ქერქის ორი ტიპის მოძრაობა — დედამიწის ვრცელი ტერიტორიების ნელი ხანგრძლივი აზევება-დაძირვა და სწრაფი ხანმოკლე დანაოჭება, რომელთაც შესაბამისად ეპეიროგენული და ოროგენული მოძრაობები უწოდა. გროვ კარლ ჯილბერტმა 1877 წელს შემოიღო ცნება ეროზია. ლონდონის გეოლოგიურმა საზოგადოებამ 1900 წელს დააჯილდოვა უოლასტონის მედლით. 1910 წელს ამერიკის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გადასცა ჩარლზ დეილის სახელობის მედალი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.