From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა გრაალი — იდუმალი ქრისტიანული არტეფაქტი, შეძენილი და დაკარგული. გამოთქმა „წმინდა გრაალი“ ხშირად გადატანითი მნიშვნელობით — რაიმე სანუკვარი, რთულად მიღწევადი ან მიუღწეველი მიზნის აზრითაც გამოიყენება.
მიიჩნევა, რომ ლეგენდას საფუძვლად უდევს ქრისტიანული აპოკრიფი იოსებ არიმათიელის ბრიტანეთში ჩასვლის შესახებ. სხვა ვერსიით, ამ ლეგენდას კელტური მითოლოგიის სიღრმეებში მიმავალი ადგილობრივი ფესვები აქვს. ზოგს კი მიაჩნია, რომ თქმულებები გრაალის შესახებ საიდუმლო ოკულტურ საზოგადოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელიც უხსოვარ დროში დაუარსებიათ. საზოგადოება იდუმალ ცოდნას ფლობდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდე შემორჩა.
ლეგენდის თანახმად, გრაალი — ეს ბარძიმია, რომელსაც იესო ქრისტეს მოწაფეები შეეხნენ საიდუმლო სერობის დროს, და რომელშიც მოგვიანებით ჯვარცმული მაცხოვრის რამდენიმე წვეთი სისხლი შეაგროვეს. ბარძიმი და მახვილი, რომლითაც გარდაცვლილი იესოს სხეული განკვეთეს, იოსებ არიმათიელმა გლასტონბერიში ჩაიტანა.
ვინც ამ გრაალიდან დალევს, ცოდვები მიეტევება, ებოძება სამუდამო სიცოცხლე და ა.შ. ზოგიერთი ვერსიით, ბარძიმის ახლომნახველსაც კი დიდი ხნით ეძლევა უკვდავება, სხვადასხვა სახის სიკეთე საკვებისა და სასმლის სახით და სხვ. (ვოლფრამ ფონ ეშენბახის წიგნის — „პარციფალის“ მიხედვით).
შუა საუკუნეების რომანებში პერსიფალზე მთავარი გმირი ეძებს და პოულობს მუნსელვეშის სიმაგრეს, სადაც ტამპლიერები გრაალს იცავენ. უეჭველია, რომ ეს წარმოდგენა დღემდე არსებულ ლეგენდებს ემყარება თითქოს გრაალის მცველნი ტამპლიერები არიან.
სიტყვა „გრაალის“ ნამდვილი მნიშვნელობის ძიება არაერთ სპეკულაციას იწვევს; ძირითადი ვარიანტები:
თუკი კელტურ მითებს გადავხედავთ, ჯადოსნური ბარძიმი - თასი, მათშიც ფიგურირებს, რამაც, სავარაუდოდ, გრაალის სახის შექმნაზე გარკვეული გავლენა იქონია. მითებში ალქაჯის მიერ დანაწევრებული თასიც არის ნახსენები. თასი ერთ-ერთ სიმაგრეშია შენახული, სადაც მოხვედრა მხოლოდ სუფთა ჩანაფიქრების მქონე სრულყოფილ ადამიანებს შეუძლიათ. იგი არც კი ჩანს. ამ ადგილს ანუნი ჰქვია.
„ანუნი“ — იმავდროულად და თავდაპირველად მსოფლიო უფსკრულია, ადგილი, სადაც სიკვდილი სიცოცხლეზე ძლიერია და სადაც ყოველი სულდგმული სიკვდილის მიერ არის დათრგუნული, მაგრამ, სადაც ყველანაირი სიცოცხლე იბადება, და სხვა სამყარო, სადაც ღმერთები იბადებიან და საიდანაც დასავლეთის ზღვებში მდებარე ჯადოსნურ კუნძულ ავალონისკენ მიდის გზა.
იმავე კელტურ გადმოცემებში გრაალის ქვასთან დაკავშირებული სხვა მითიც არის. გრაალი განსაკუთრებული ქვა იყო, რომელმაც ყვირილი იცოდა. ყვირილით ჭეშმარიტ მეფეს ამოიცნობდა, ამიტომ, ირლანდიის დედაქალაქ ტარში დააყენეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.