From Wikipedia, the free encyclopedia
გოჯი ზურებიანი (დ. 1906, მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 1975, იქვე) — ქართველი მთამსვლელი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).[1]
გოჯი ზურებიანი | ||||
---|---|---|---|---|
დაბადების თარიღი |
1906 მულახი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | |||
გარდაცვალების თარიღი |
1975 მულახი, სვანეთი, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | |||
ეროვნება | ქართველი | |||
საქმიანობა | ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი | |||
ჯილდოები |
|
ალპინიზმით დაკავდა 1937 წელს. საბჭოთა კავშირში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე (ლეხზირი-ულუყარა) და დიდ (წურუნგალა-აილამა-შხარა) ტრავერსებში (1940), კაკო მარის ხელმძღვანელობით უშბაზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–1947), ტრავერსში შხელდაზე (1949). იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა-უშბა). მოპოვებული აქვს ოქროს მედალი შხელდა-უშბის ტრავერსის გავლისათვის (1950).
დაჯილდოებულია (1940, 1943-45) საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საბჭოთა კავშირის და საქართველოს სსრ სპორტკომიტეტების საპატიო სიგელებით, მედლებით „მამაცობისათვის“ და „კავკასიის დაცვისთვის“. გოჯი ზურებიანი იყო სვანეთის უფროსი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ალპინისტი.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.