გომმუხაყრუა

From Wikipedia, the free encyclopedia

გომმუხაყრუა

გომმუხაყრუა, მუხაღრუასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 15 კილომეტრი.

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი
გომმუხაყრუა
ქვეყანა  საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°04′48″ ჩ. გ. 42°23′49″ ა. გ.
დაარსდა XIX საუკუნე
ადრეული სახელები მუხაღრუა
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 298[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
Thumb
Thumb
Thumb
დახურვა

ისტორია

სოფელი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დააარსა ეფთვიმე გენათელმა და მანვე ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. შედიოდა საჯავახოს მხარეში და აერთიანებდა სოფლებს: ზედა გომი, გომნატეხები, კორმაღალი, კვირიკე[2] დასახლებულ პუნქტს - გომს, ერქვა „მუხაღრუა“. ტოპონიმი „გომი“ ნახსენებია შვეიცარიელი მეცნიერის და მოგზაურის დიუბუა დე მონპერეს მოგზაურობათა მესამე წიგნში. სოფლის ტაძარში 1878-1882 წლებში მღვდლად მსახურობდა მიხეილ ცინცაძე, კალისტრატე ცინცაძის მამა.[3]

განათლება

სოფელში პირველი სკოლა 1896 წელს დაარსდა "მუხაყრუის ერთკლასიანი სასწავლებლის" სახელწოდებით. 1924 წელს იგი დაწყებით, ხოლო 1930 წელს შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა. ახლანდელი სამსართულიანი შენობა 1973 წელს აიგო. სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევსკის რაიონის სოფელ სკელკის საშუალო სკოლასთან. ამ სოფლის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა დაბლაგომის მცხოვრები ივანე გოგიშვილი.

დემოგრაფია

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1874[4] 1780
2002[5] 454229225
2014[1] 298146152
დახურვა

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.  გვ. 94.
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 157-159

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.