From Wikipedia, the free encyclopedia
გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს[1] (ინგლ. Girl, Interrupted) — 1999 წლის დრამატული ფილმი. ფილმი მოგვითხრობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტ სუზანა კეისენის ამბავს და წარმოადგენს კეისენისვე ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნის ეკრანიზაციას. ანჯელინა ჯოლიმ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები.
„გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ჯეიმზ მანგოლდი |
პროდიუსერი | დაგლას ვიკი, კეთი კონრადი |
სცენარის ავტორი | ჯეიმზ მანგოლდი, ლიზა ლუმერი, ანა ჰამილტონ ფელანი |
ნაწარმოები |
გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს — სუზანა კეისენი |
როლებში |
უინონა რაიდერი ანჯელინა ჯოლი |
მუსიკა | მაიკლ დანა |
ოპერატორი | ჯეკ გრინი |
მონტაჟი | კევინ ტენტი |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
გამოსვლის თარიღი | 21 დეკემბერი, 1999 |
ხანგრძლივობა | 114 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $ 24 მლნ |
შემოსავალი | $48 350 205 |
მოქმედება ვითარდება 1960-იან წლებში. სუზანა კეისენს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს დაუსვამენ და გოგონა აღმოჩნდება დახურულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. კეისენი სამკურნალოდ ნებაყოფლობით წავა, თუმცა ფსიქიატრიულის დატოვება უკვე მის ნებაზე აღარ არის დამოკიდებული. იქ გაიცნობს სოციოპათ ლისა როუს, რომელიც უკვე რვა წელია, ამავე დაწესებულების პაციენტია და მუდმივად გაქცევას ცდილობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.