Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი ხევიაშვილი (დ. 5 მარტი, 1964, რუსთავი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს 3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995, 1999, 2004),[1] ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი 2005-2007 წლებში.
გიორგი ხევიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1964 |
დაბადების ადგილი | რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1981-1982 წლებში მუშაობდა რუსთავის სარემონტო სამმართველოში მუშად. 1982 წლის მარტიდან 1984 წლის დეკემბრამდე მუშაობდა კრწანისის მეღორეობის კომპლექსში მუშად.
1984-1986 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1987-1989 წლებში მუშაობდა რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. 1993-1995 წლებში იყო საიჯარო ფერმერული მეურნეობის მმართველი.
1994 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი; 1995 წელს დაასრულა ისრაელის სინატკას საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო კურსები. 1996-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით.[2]
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.
2005-2007 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.[3] 2014 წლიდან არის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.