ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი ქოჩორაშვილი (დ. 29 ივნისი, 1999, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 29 ივნისი, 1999 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლევანტე | ||
ნომერი | 6 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
– | საბურთალო | ||
2017–2018 | → ჟირონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2017–2019 | საბურთალო | 2 | (0) |
2017–2019 | → პერალადა | 28 | (0) |
2019–2022 | ლევანტე-2 | 44 | (3) |
2020– | ლევანტე | 35 | (4) |
2022–2023 | → კასტელიონი | 36 | (4) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2016–2017 | საქართველო 19-წლ. | 7 | (0) |
2019– | საქართველო 21-წლ. | 4 | (0) |
2023– | საქართველო | 15 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ოქტომბერი, 2024 |
პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 23 ივლისს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე გაიმართა და „ტორპედოს“ გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. გიორგი თამაშში შეხვედრის 74-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ნაცვლად ჩაერთო.[2] „საბურთალოს“ რიგებში გიორგიმ მომდევნო და ბოლო შეხვედრა თავისი სადებიუტო შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ 29 ივლისს ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ეს შეხვედრა ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილმა შეხვედრის 62-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძე შეცვალა.[3]
2018 წლიდან ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატის (ესპ. Primera División RFEF) მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პერალადას“ რიგებში განაგრძო გამოსვლა, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 26 აგვისტოს პირველივე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბადელი“ და „პერალადა“ დაუპირისპირდნენ, საბადელის „ნოვა კრეუ ალტაზე“ (ესპ. Nova Creu Alta) გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა. გიორგიმ მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.[4]
თავისი ბოლო შეხვედრა „პერალადას“ რიგებში 2019 წლის 19 მაისს ეხეა-დე-ლოს-კაბალიეროსის საფეხბურთო კლუბ „ეხეას“ წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა „ესტადიო ლუჩანზე“ გაიმართა და სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, იმავე ანგარიშით 2–2 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილი შეხვედრის მე-60 წუთზე იაგო ლოპესმა შეცვალა.[5]
მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში 2020 წლის 12 ივლისს შედგა. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში მოედანზე რუბენ როჩინას ნაცვლად შევიდა. შეხვედრა „ლევანტემ“ 1–2 დათმო.[6][7][8]
2020 წლის 16 დეკემბერს გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ესპანეთის თასის პირველ ეტაპზე „ლევანტემ“ გასვლაზე „მურსიას“ 5–0 მოუგო. ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე სერხიო ლეონის ნაცვლად შევიდა, რომელმაც ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.[9]
2023 წლის 25 აგვისტოს ლა ლიგა 2-ის მესამე ტურის გასვლითი შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის 25-ე წუთზე გაიტანილი გოლით „ლევანტეს“ „კარტახენასთან“ გამარჯვება მოუპოვა — 1–0.[10][11]
2023 წლის 4 ნოემბერს ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩში გიორგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 26-ე წუთზე, როდესაც „ლევანტე“ აგებდა, ანგარიში გაათანაბრა — საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.[12][13]
2023 წლის 9 დეკემბერს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურის შეხვედრაში, ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრისას „ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. იგი მატჩის მე-13 წუთზე ოსკარ კლემენტემ შეცვალა.[14][15]
2024 წლის 10 მარტს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურის შეხვედრაში „ლევანტემ“ ხიხონის „სპორტინგს“ „ესტადიო სიუდად დე ვალენსიაზე“ (ესპ. Estadio Ciudad de Valencia) უმასპინძლა და ალექს მუნიოსის გოლის წყალობით 1–0 მოიგო. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლუბში დაბრუნებული გიორგი ქოჩორაშვილი 72-ე წუთზე სერხიო ლოსანოს ნაცვლად შევიდა მოედანზე, თუმცა 86-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.[16]
გამოდიოდა საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.[17]
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართულ შეხვედრაში, 2024 წლის 7 სექტემბერს გაიტანა. მატჩი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად შეფასდა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა.[18]
მეორე სანაკრებო გოლი კი მომდევნო, ამჯერად გასვლით შეხვედრაში, კვლავ უეფა-ს ერთა ლიგაზე, 2024 წლის 10 სექტემბერს გაიტანა, როდესაც ალბანეთის ეროვნული ნაკრების კარი შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით აიღო. ეს იყო ერთადერთი და საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვების მომტანი გოლი ამ შეხვედრაში.[19][20][21]
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2023 | 5 | 0 |
2024 | 10 | 2 | |
ჯამში | 15 | 2 |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 12.09.2023 | ოსლო | ნორვეგია | 2–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 76' | [22] | |
2 | 12.10.2023 | თბილისი | საქართველო | 8–0 | ტაილანდი | ამხანაგური | 46' | [23] | |
3 | 15.10.2023 | თბილისი | საქართველო | 4–0 | კვიპროსი | ევრ. შეს. | [24] | ||
4 | 16.11.2023 | თბილისი | საქართველო | 2–2 | შოტლანდია | ევრ. შეს. | 82' | [25] | |
5 | 19.11.2023 | ვალიადოლიდი | ესპანეთი | 3–1 | საქართველო | ევრ. შეს. | [26] | ||
6 | 21.03.2024 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ლუქსემბურგი | ევრ. შეს. | 86' | [27] | |
7 | 26.03.2024 | თბილისი | საქართველო | 0–0 | საბერძნეთი | ევრ. შეს. | 4–2[georgian 1] | [28] | |
8 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო | 1–3 | საქართველო | ამხანაგური | 80' | [29] | |
9 | 18.06.2024 | დორტმუნდი | თურქეთი | 3–1 | საქართველო | ევრო 2024 | [30][31] | ||
10 | 22.06.2024 | ჰამბურგი | საქართველო | 1–1 | ჩეხეთი | ევრო 2024 | 90+5' | [32] | |
11 | 26.06.2024 | გელზენკირხენი | საქართველო | 2–0 | პორტუგალია | ევრო 2024 | [33] | ||
12 | 30.06.2024 | კელნი | ესპანეთი | 4–1 | საქართველო | ევრო 2024 | [34] | ||
13 | 07.09.2024 | თბილისი | საქართველო | 4–1 | ჩეხეთი | ერთა ლიგა | 66' | 86' | [35] |
14 | 10.09.2024 | ტირანა | ალბანეთი | 0–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 71' | 90+3' | [36] |
15 | 11.10.2024 | პოზნანი | უკრაინა | 1–0 | საქართველო | ერთა ლიგა | 63' 71' | [37] |
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FlashScore.com · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerway · Sportbox.ru · playmarkerstats.com · Transfermarkt · WhoScored.com · WorldFootball.net · UEFA |
მედია |
---|
1tv.ge · Leadersport · Lelo · MyVideo · Sportall.ge |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.