Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი მცირე, ხუცესმონაზონი (გ. XI საუკუნის 80-იან წლებში) — ქართველი მწერალი, გიორგი მთაწმიდლის მოწაფე.
თან ახლდა თავის მოძღვარს ანტიოქიაში, შავ მთაზე, იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში, ათონზე. გიორგი მთაწმიდლის ნეშტის კონსტანტინოპოლიდან ათონის მთაზე გადასვენების შემდეგ გიორგი მცირე სამუდამოდ იქ დამკვიდრდა. 1066-1068 წლებში მან გიორგი შეყენებულისა და იოანე ჭყონდიდელის დავალებით აღწერა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება და სასულიერო-სამწერლო მოღვაწეობა. გიორგი მცირის თხზულების ენა სადა და ხატოვანია, თხრობა — შთამბეჭდავი, ზოგი პასაჟი გიორგი მთაწმინდელის „იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრების“ მიბაძვით არის დაწერილი. გიორგი მცირე არ გადმოგვცემს თარიღებს, არ გვაწვდის გიორგი მთაწმინდელის თხზულებათა სრულ ნუსხას. „ცხოვრებაში“ გვხვდება ზოგიერთი უზუსტობაც, მიუხედავად ამისა, გიორგი მცირის თხზულება ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშია.
ავტორი ამჟღავნებს ღრმა განსწავლულობასა და დახვეწილ ლიტერატურულ გემოვნებას. ძეგლში საყურადღებო ცნობებია ბაგრატ IV-ის მეფობისა და საქართველო-ბიზანტიის მაშინდელ ურთიერთობათა შესახებ. ხელნაწერი დაცულია ათონის ივერთა მონასტრის კრებულში (1074), პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა (კრებული „საქართველოს სამოთხე“, 1882). ლათინურად თარგმნა პაულ პეეტერსმა (1923).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.