From Wikipedia, the free encyclopedia
გივი ალექსანდრეს ძე კარტოზია (დ. 29 მარტი, 1929, ბათუმი — გ. 3 აპრილი, 1998, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953).
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 29 მარტი, 1929 | |||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ბათუმი, საქართველოს სსრ | |||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 3 აპრილი, 1998 | |||||||||||||||||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | |||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 176 სმ | |||||||||||||||||||||||
წონა | 79–87 კგ | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო და სსრკ | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ჭიდაობა | |||||||||||||||||||||||
სახეობა | ბერძნულ-რომაული | |||||||||||||||||||||||
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | |||||||||||||||||||||||
|
1954 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი[1] და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი,[2] მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. პირველი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის.
საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის , ღირსების, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ფილას ორდენებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.