გვიანის ზეგანი[1] — ერთ-ერთი იმ სამი ქმნილებიდან, რომლებიც შექმნა სამხრეთამერიკულმა ფილამ. 1,7 მილიარდი წლის წინ კამბრიამდელმა გეოლოგიურმა ცვლილებებმა ჩამოაყალიბეს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილი. ქედის უმაღლეს მწვერვალს ეწოდება გვიანის მაღალმთიანეთი, სადაც მდებარეობს შთამბეჭდავი და იდუმალებით მოცული ტეპუის მთები. გვიანის ზეგანზე ასევე მდებარეობს ჩანჩქერები: ანხელი, კაიტეური და კუკენანი.

Thumb
რორაიმა ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის საზღვარზე
Thumb
გვიანის მთიანეთი რუკაზე

კლდეების ქიმიური შემადგენლობის გამო მათ მომწვანო ფერი აქვთ, კლდეები ძირათადად არის შემდეგი ტიპის: ქვიშაქვა, კვარციტი, თიხაფიქალი, კონგლომერატი და გაბრო.

გეომორფოლოგია

გვიანის ზეგანზე არის სამი არე:

  1. გვიანის ზეგანი არის ვენესუელის აღმოსავლეთ ნაწილში, გრძელდება დასავლეთით გაიანაში და ჩრდილოეთით რორაიმაში, ბრაზილია.
  2. ტუმუკუმაკუს მთები, რომელიც არის ვილჰელმის მთიანეთის მასივის ნაწილი. მდებარეობს სამხრეთ სურინამში, სურინამის და გაიანას საზღვართან, რომელიც ქმნის ტუმუკ-უმაკის მთებს ბრაზილიაში - პარასა და ამაპას შტატებში. მათი სამხრეთი ფერდობი ეშვება ამაზონის მდინარის აუზში, ხოლო ჩრდილოეთ ფერდობი ატლანტის ოკეანეში.
  3. ჩირიბიკიტეს პლატო დაფარულია ქვიშაქვებით, რომლის სიმაღლეც აღწევს 900 მეტრამდე. ის ქმნის გვიანას მთიანეთის დასავლეთ ნაპირს. პლატო გამოყოფილია აღმოსავლეთ ანდებისგან ნეოგენური სისტემის სუბანდებით.

იხილეთ აგრეთვე

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.