From Wikipedia, the free encyclopedia
გერი მური (ნამდვილი სახელი - რობერტ უილიამ გერი მური, ინგლ. Robert William Gary Moore, დ. 4 აპრილი, 1952 — გ. 6 თებერვალი, 2011[4]) — ჩრდილოეთ ირლანდიელი გიტარისტი და მომღერალი.
გერი მური | |
---|---|
გერი მური 2008 წლის კონცერტზე | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რობერტ უილიამ გერი მური |
დაბ. თარიღი |
4 აპრილი, 1952 ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია |
დაბ. ადგილი | ბელფასტი[1] [2] |
გარდ. თარიღი |
6 თებერვალი, 2011 (58 წლის ასაკში) ესტეპონა, ესპანეთი |
გარდ. ადგილი | ესტეპონა[1] |
დასაფლავებულია | St Margaret's Church[3] |
ჟანრ(ებ)ი | ბლუზ-როკი, მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზი, jazz fusion |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას-გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1969–დღემდე |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Gary Moore Signature Les Paul | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
გერი მური ვიკისაწყობში |
მისი კარიერა დაიწყო 1960 წელს, ჯგუფით Thin Lizzy და გაგრძელდა შემდეგ წლებში, სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით. ესენი იყვნენ: ბი ბი კინგი, Colosseum II, გრეგ ლეიკი და Skid Row (ფოლკ როკ ჯგუფი).
გარდა ამისა, მურს ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა. წლების განმავლობაში, იგი ჩნდებოდა მოწვეული სტუმრის სახით ჯგუფთან Traveling Wilburys. მას შესრულებული აქვს გიტარის სოლო ამ ჯგუფის კომპოზიციაში "She's My Baby", ალბომიდან Traveling Wilburys Vol. 3..
2011 წლის 6 თებერვალს გერი მური გარდაიცვალა გულის შეტევით[5]. ამ დროს იგი იმყოფებოდა დასასვენებლად ესპანეთში[6][7]
მური იზრდებოდა აღმოსავლეთ ბელფასტში. 8 წლის ასაკში მან დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა, ხოლო 14 წლის ასაკში - პირველ ხარისხიან გიტარაზე დაკვრა, თანაც - მარჯვენა ხელით, მიუხედავად იმისა, რომ ცაცია იყო. ისევე როგორც ბევრ სხვაზე, მურის მუსიკაზეც გავლენა იქონია ელვის პრესლიმ და The Beatles-ს. მოგვიანებით, გერიმ გაიცნო ჯგუფის John Mayall's Bluesbreakersს წევრები და ჯიმი ჰენდრიქსი, რომელთა მუსიკამ მასზე არანაკლებ დიდი გავლენა იქონია. გერი მურმა საკუთარ სტილში ბლუზ - როკის ელემენტების გამოყენებაც დაიწყო, რაც დღემდე დომინირებს მის კარიერაში.
1969 წელს მური შეუერთდა ფოლკ როკ ჯგუფს Skid Row, ნოელ ბრაიდმანთან და ბრენდან შილსთან ერთად. ეს იყო ჯგუფი, რომელთანაც გერიმ მოიხვეჭა რეპუტაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში.
მურმა 1973 წელს გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი, Grinding Stone. 1978 წელს სოლო კარიერა გააგრძელა ფილ ლაინეტთან ერთად. ამ თანამშრომლობისას მთავარ როლს თამაშობდნენ ლაინეტის ვოკალი და მურის გიტარა. ხოლო მათი ერთობლივი სინგლი "Parisienne Walkways" მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.
1979 წელს მურმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფის Thin Lizzy-ის მეცხრე სტუდიური ალბომის „Black Rose“ ჩაწერაში, რომელიც გახდა როკ-ჩარტების ლიდერი.
α გერი მური და ფილ ლაინეტი β ჯგუფის The Easybeats სიმღერის ქავერ-ვერსია, 1966, # 6 ადგილი ბრიტანეთში.
გერი მური რამდენიმე ხნის განმავლობაში უკრავდა ჯგუფში Thin Lizzy და მუშაობდა ფილ ლაინეტთან ერთად, რომელიც შემდგომში დაეხმარა მურის სოლო კარიერის განვითარებაში.
Colosseum II არის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბრიტანული პროგრესული ჯაზ-როკ ჯგუფის Colosseum ლიდერისა და დრამერის ჯონ ჰაისმენის მიერ, სადაც ასევე შედიოდნენ დონ ეირი, ჯონ მოული, და გერი მური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.